გასახდომი პროცედურები

დღევანდელი ცხოვრების წესი, საკვები, მოძრაობის ნაკლებობა და სხვა მრავალი ფაქტორი ჩვენს ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს. ამ პრობლემებიდან ცელულიტს, ჭარბ წონასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს, რადგან გარდა იმისა, რომ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ირღვევა, ის გარეგნულადაც საკმაოდ ცუდად გამოიყურება. ცელულიტი , ე.წ. ,,ფორთოხლის კანი’’ ლიმფოდრენაჟის მოშლის შედეგია, რაც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გადაგვარებას იწვევს, თავდაპირდელად ვითარდება ჰიპოქსია, შემდგომი დისტროფიით (კვების მოშლა), გროვდება უჯრედშრისი სითხე და ადგილი აქვს შეგუბებით მოვლენებს. თავდაპირველად ეს ყველაფერი რთული შესამჩნევია, თუმცა შემდგომ სტადიებში კანის გარეგნული იერსახე მკვეთრად იცვლება. დღესდღეობით ცელულიტი ჭარბ წონასთან ერთად ნომერ პირველ პრობლემად იქცა. მკურნალობა კი სწორედ იქიდან უნდა დავიწყოთ, სადაც თვით ცელულიტის გაჩენა იღებს სათავეს — ლიმფის მიმოქცევის აღდგენით.

სერვისების ჩამონათვალი

პრესოთერაპია / ინფრაწითელი სხივი / მიოსტიმულაცია

ჩვენ გთავაზობთ ცელულიტის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ აპარატურულ მეთოდს — პრესოთერაპიას — რომელიც პირდაპირაა მიმართული ლიმფური ნაკადის დინების აღდგენისაკენ. Read more


კავიტაცია / რადიოსიხშირის ენერგია -RF

კავიტაცია + რადიოსიხშირის ენერგია (RF) = ცხიმთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდს!

კავიტაცია – ეს არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც ულტრაბგერითი ტალღები აღწევენ ცხიმოვან ქსოვილში, ხეთქავენ ლიპოციტებს და აქცევენ თხევად მასად, რომელიც ლიმფურ სისტემაში გადადის და გამოიყოფა ორგანიზმიდან.

რადიოსიხშირის ენერგია (RF) – პროცედურა, რომელიც არაჩვეულებრივად ჭიმავს და აცოცხლებს მოშვებულ კანს. Read more