ლაზერული ეპილაცია

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ მსოფლიოში მოწინავე საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი კანის თმისგან გათავისუფლებას, მაქსიმალურად შეამცირებენ დისკომფორტს, რომელიც თმიანობითაა გამოწვეული და იზრუნებენ, რომ თქვენი კანი მუდივად მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

სერვისების ჩამონათვალი

ლაზერული ეპილაცია საფირით

კლინიკა“ ესთეტიკ ქორნერი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ სიახლეს– ლაზერულ ეპილაციას
საფირით, უახლესი ტექნოლოგია რომელიც აერთიანებს დიოდის, ალექსანდრიტის და
ინტენსიური პულსური სხივის თვისებებს . სპეციალური 8 ფილტრის მეშვეობით იძლევა საჭირო ტალღის სიგრძეს-(515 ნმ- 755 ნმ- 810 ნმ) მოცემული კანის ტიპისა და თმის ფერის შესაბამისად-(შავი, წითური,ქერა, ბუსუსოვანი,ჭაღარა)
. ექსკლუზიურად მხოლოდ ამ აპარატს აქვს გაგრილების უნიკალური სკანირებული სისტემა(cool scan system) , რომელიც მინუს 5-7 გრდუსამდე აგრილებს საფირს და შესაბამისად პროცედურას ხდის აბსოლიტურად უმტკივნეულოს. ამასთან საფირის კრისტალი სრულყოფილად გამტარია პროგრამულად მიცემული ინტენსიური სხივისა რაც პროცედურას მაქსიმალურად შედეგიანს ხდის.
მეთოდი აპრობირებულია ამერიკასა და ევროპაში და მინიჭებული აქვს FDA და CE სერთიფიკატები. ეფექტურია ყველა ტიპის კანის (Fitspatric I-VI ტიპი), თმის ფერისა და ხარისხის შემთხვევაში, ჭაღარა თმისათვის აქვს სპეციალური თავაკი-ნეოდიმური Yag laser .

თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

-საფირის ლაზერს დღესდღეობით ყველა სხვა არსებულ აპარატთან შედარებით გააჩნია ღია ფერის თმაზე მოქმედების საუკეთესო შედეგები – შესაბამისად, გაუმჯობესებული მოქმედება აქვს სხვა ყველა ტიპის თმაზე.
-სხივის მოქმედება არა მხოლოდ თმის მოცილებისთვისაა საუკეთესო, არამედ მკვეთრად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
-აქვს განსაკუთრებული ეფექტი პირველივე პროცედურისას
-არის აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულო

იხილეთ ოფიციალური წარმომადგენლობის ვებ-გვერდი:

http://www.lumenis.com/Solutions/Aesthetic/Treatments/Laser-Hair-Removal


დიოდის ლაზერი

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ უახლერ დიოდურ ლაზერს – SOPRANO ice-ს.
იგი ეფექტურია 1–6 ტიპის ფერის კანზე, შესაბამისად მუშაობს გარუჯულ და მუქ კანზეც. მეტი შესაძლებლობა აქვს ღია ფერის თმაზე ზემოქმედების. ფაქტობრივად 0%-მდე მცირდება კანის დაწვის შანსი.

SOPRANO ice მოწოდებულია მსოფლიოში მოწინავე სამედიცინო ლაზერული ტექნოლოგიების შემქმნელებისაგან.
შეიძლება ითქვას, რომ მტკივნეული და არაკომფორტული პროცედურა ახლა აღარ წარმოადგენს პრობლემას, დიოდური ლაზერული ეპილაცია გადაიქცა სასიამოვნო, სარელაქსაციო მასაჟის პროცედურად, რომელიც ტარდება დინამიკაში (in motion) და,რაც მთავარია, სწრაფად.

SOPRANO ice არა მარტო აშორებს თმას, არამედ აუმჯობესებს კანის სტრუქტურულ და ვიზუალურ სახეს, კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი. ამოყავს ჩაბრუნებული თმა და ამ პრობლემას სამუდამოდ მოგიხსნით. 


ალექსანდრიტის ლაზერი


ალექსანდრიტის ლაზერი კლასიკაა და მისი ჩანაცვლება ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა სამედიცინო აპარატმა ვერ შეძლო ამ სფეროში. იგი ამერიკაში დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ლაზერული ტექნოლოგიების სიაში და აღიარებულია ოქროს სტანდარტად.

ალექსანდრიტის ლაზერი ს სხივის ტალღის სიგრძე 755 ნმ–ია,რაც უზრუნველყოფს თმის ფოლიკულის სწრაფ და ეფექტურ თერმოლიზს (მელანინის მიერ სითბოს ინტენსიური შთანთქმის ხარჯზე) ირგვლივ მყოფი ქსოვილების დაზიანების გარეშე. თუმცა მუქი ფერის კანის დამუშავების შემთხვევაში არსებობს დამწვრობის რისკი.ამიტომ ალექსანდრიტის ტიპის ლაზერები რეკომენდირებულია მხოლოდ ღია ფერის კანის( 1–3 ტიპი) და მუქი ფერის თმიანობის შემთხვევაში. პროცედურის ეფექტი ნამდვილად შთამბეჭდავია– პაციენტი ხანგრძლივი დროით თავისუფლდება არასასურველი თმიანობისაგან. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ამერიკული წარმოების CANDELA-ს ალექსანდრიტის ლაზერს, რომელიც აღჭურვილია ყველაზე მძლავრი გაგრილების სისტემით, რაც მაქსიმალურად ამცირებს არასასიამოვნო შეგრძნებებს პროცედურის დროს და იძლევა საშუალებას მაქსიმალურად საჭირო ენერგია იქნას გამიყენებული კანის დაზიანების გარეშე.

 

რამდენიმე პროცედურის შემდეგ კანი საგრძნობლად თავისუფლდება თმისაგან, ხდება უფრო გლუვი, ხავერდოვანი.
პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანისა და თმის სტრუქტურაზე. საუკეთესო შედეგის მისაღებად, სასურველია, დაიცვათ ის ინტერვალები, რომლებსაც ექიმი-ლაზეროთერაპევტი დაგინიშნავთ.