ატარეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ტკივილის გარეშე! – სიახლე ესთეტიურ მედიცინაში

19.02.2016

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უდაოდ უფრო მიმზიდველს ხდის მანდილოსანს, თუმცა – სილამაზე დიდ მსხვერპლსაც მოითხოვს. ვისაც ხშირად გიწევთ მათი ჩაცმა, თქვენთვის ნაცნობი იქნება ტერფების ტკივილი, სიმძიმე ფეხებში, დაბუჟება, შეშუპება, ხშირად ქავილი და სახსრების არეში ტკივილებიც. მიუხედავად იმისა, რა მოხდენილადაც არ უნდა ირგებდეთ ქუსლიან ფეხსაცმელს, მის ტარებას გარკვეული დისკომფორტი ყოველთვის ახლავს თან და ,სამწუხაროდ, ეს პრობლემები დროთა განმავლობაში პროგრესირებს.
ჩვენ გთავაზობთ აღნიშნული პრობლემების მოგვარების მართლაც უნიკალურ მეთოდს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჰიალურონის მჟავა ადამიანის ორგანიზმში მუდმივად არსებობს და ასაკთან ერთად მისი განლევა ხდება. რაოდენობის შემცირებას ხელს უწყობს, ასევე, ხშირი და ძლიერი დატვირთვაც. ქსოვილების დეჰიდრატაციის შედეგად მცირდება დატვირთვისადმი გამძლეობაც და ტკივილი თუ სხვა სიმპტომები პროგრესირებს. არცთუ იშვიათია თითების და შემდგომ კი – ტერფების დეფორმაციები. ჩვენი მეთოდის წყალობით, რომელიც გულისხმობს ჰიალურონის მჟავას ინექციებს, დისკომფორტს მალე დაივიწყებთ. აღნიშნული პროცედურა ხელს უწყობს ჰიალურონის მჟავას ბალანსის აღდგენას და ტერფის ამორტიზებას. იცავს ქსოვილებს დეჰიდრატაციისგან მისი წყლის შემაკავებელი თვისებების გამო და ამცირებს ტკივილს. პროცედურას არ ახლავს გართულებები, ნაწიბურები. არ არის მტკივნეული.
დროის უმოკლეს დროში თამამად შეგეძლებათ ჩაიცვათ სასურველი ფეხსაცმელი და დაივიწყოთ დისკომფორტი – იყავით მიმზიდველნი მსხვერპლის გარეშე!

უკუჩვენებებია:
-ორსულობა და ლაქტაცია
-კანის ანთებითი დაავადებები