CLINICCARE – ის პროფესიონალური კოსმეტიკა – ჰიალურონის მჟავა

27.11.2016

დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა CLINICCARE – ის პროფესიონალური კოსმეტიკის ძირითადი კომპონენტია. ჰიალურონის მჟავა მთავარ როლს თამაშობს უჯრედული მეტაბოლიზმის პროცესებში და , რაც მთავარია, მათ სინთეზში.
ის ხელს უწყობს ინფექციური პროცესებისგან დაცვას უჯრედული იმუნიტეტის გაძლიერების გზით. ჰიალურონის მჟავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს

კანის ტენიანობის შენარჩუნება, რადგან მას შესწევს უნარი შეაკავოს წყალი უჯრედებში და დაიცვას კანი გამოშრობისაგან.

arrrrrrrrrpowკანის უჯრედების აღდგენა ასევე პირდაპირ კავშირშია ჰიალურონის მჟავის არსებობასთან, რომელიც, სამწუხაროდ, ასაკთან ერთად მკვეთრად კლებულობს. შედეგად კანი რჩება მეტად მგრძნობიარე ტოქსინებისა და ყველა იმ პროცესის მიმართ, რაც იწვევს ჰიალურონის მჟავის შემცირებას.

სწორედ ამიტომაა აუცილებელი ასაკის საწინააღმდეგო საშუალებებში ჰოალურონის მჟავის შემცველობა.

chemical-molecules-icon-86849რაც შეეხება კანის მიერ მის შეწოვას, ჰიალურონის მჟავის მოლეკულები საკმაოდ დიდი ზომისაა და უჯრედული ბარიერის გადალახვა მათთვის სირთულეს წარმოადგენს. კერძოდ, მისი მოლეკულების დიამეტრი შეადგენს 3000 ნანომეტრს, როცა უჯრედშორისი სივრცე მხოლოდ 1000 ნანომეტრია. ზომების ეს თანაფარდობა განაპირობებს იმას, რომ ჰიალურონის მჟავის მოლეკულები პრაქტიკულად ვერ ახერხებენ კანის სიღრმეში შეღწევას.
აქამდე მხოლოდ ინექციური მეთოდებით იყო შესაძლებელი ჰიალურონის კანში შეყვანა. იაპონელმა მეცნიერებმა კი შეძლეს 5 ჰიალურონის მჟავის მოლეკულების 5 ნანომეტრიან სტრუქტურამდე დაყვანა იონიზაციის მაღალი დონით, რაც ნიშნავს, რომ მოლეკულებს შეუძლიათ კანის ღრმა შრეებში შეღწევა ინექციის გარეშე
.
pro-products-low-900
CLINICCARE წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ პროფესიონალური კოსმეტიკას სწრაფი და ხილული შედეგებით. მცირე ზომის მოლეკულები მარტივად აღწევენ კანის ღრმა შრეებში და აღადგენენ კანის ბუნებრივ სტრუქტურას. ჰიალურონის მჟავა მაქსიმალურად ატენიანებს კანს და , როგორც უკვე ვახსენეთ, უზრუნველყოფს კანის რეგენერაციული და დამცველობითი ფუნქციების აღდგენას და შენარჩუნებას.
კანის გამოშრობისას ირღვევა მასში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი, CLINICCARE ის პროდუქტების გამოყენების შედეგად კი აღდგება სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – კანის დატენიანება, რაც თავისთავად განაპირობებს ყველა სხვა პროცესის სწორ წარმართვას.