აკნეს თანამედროვე მკურნალობა

16.02.2019

🔴 რა ინფორმაციას ფლობ აკნეს მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდების შესახებ?
🔴ეს არაა მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპია ან სხვადასხვა გარეგანი საშუალებები.

🔶 აკნესთან საბრძოლველად მედიცინის ორი მნიშვნელოვანი დარგი – დერმატოლოგია და კოსმეტოლოგია დიდი ხანია გაერთიანდა, ეს მიდგომა თანამედროვე მედიცინაში უკვე დანერგილია და ძალიან წარმატებით მუშაობს.


🔶ამ სფეროში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და უამრავი პაციენტის დადებითი შედეგი საშუალებას გვაძლევს თამამად ვთქვათ, რომ მკურნალობის კომპლექსური მეთოდიკა, სწორი მიდგომა და ზუსტად შერჩეული პროცედურები ამ პრობლემის მოგვარების გარანტია.
🔶მუდმივად ვეცნობით თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სიახლეებს და ვცდილობთ ყველა ის მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვანი, ახალი და ეფექტურია დავნერგოთ და გამოვიყენოთ კანის სხვადასხვა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობების სამკურნალოდ.

🔵აკნეს პათოგენეზში მრავალი განსხვავებული ფაქტორი მონაწილეობს, აქ ჩართულია უამრავი სხვადასხვა ფაქტორი. მხოლოდ ერთი პროდუქტის, მეთოდის ან მედიკამენტის გამოყენება საკმარისი არაა. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა პათოგენეზის თითოეულ რგოლზე.

🔺 ვებრძვით გამომწვევს;
🔺 ვებრძვით ანთებას;
🔺 ვებრძვით პათოლოგიურ ვასკულარიზაციას;
🔺 ვებრძვით ჰიპერაქტიურ ცხიმოვან ჯირკვლებს;

❔ რა მიზნები გვაქვს ❔

🔵 გარდა იმისა, რომ ყველა პათოლოგიურ ჯაჭვს უნდა შევეხოთ, დამატებით აუცილებელია:

🌿 კანის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება;
🌿 ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერება;
🌿 ნორმალური PH ბალანსის აღდგენა;
🌿 გამოჯანმრთელების პროცესების გააქტიურება;
🌿 ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენა;
🌿 კოლაგენისა და ელასტინის სტიმულაცია;
🌿 ღრმა დატენიანება და ჰიალურონის მჟავის ბალანსის დარეგულირება
🔹 ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი ბიოკომპონენტი.

❔ რა მეთოდიკას ვიყენებთ ❔

🔵 მკურნალობის მეთოდი უამრავია და ყოველი პაციენტისთვის აუცილებელია მათი ინდივიდუალური შერჩევა.

🔺 პილინგი(I) – ეს არაა  კანის სტანდარტული წმენდა, იგულისხმება სამკურნალო პილინგი, სადაც აქტიურად ვიყენებთ მსოფლიოში მოწინავე ბრენდების პროდუქციას;
🔺 პილინგი (II) – ღრმა ან ზედაპირული წმენდა (ხილის მჟავები, ენზიმური პილინგი), მკვდარი უჯრედების, ფორებში ჩამჯდარი ცხიმის, ჭუჭყის მოშორებას, ანთებითი ელემენტების მკურნალობა არა უბრალოდ მათი მექანიკური მოშორებით, არამედ შემდგომი კოაგულაციით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს იგივე ადგილას ანთების კვლავ განვითარებას. პილინგს არ ახასიათებს კანის რამდენიმედღიანი აქერცვლა, სიწითლე და დისკომფორტი;
🔺 ულტრაბგერითი წმენდა – ფორების საფუძვლიანი წმენდა;
🔺 ლაზერული მკურნალობა – სხვადასხვა სახეობის ლაზერით, გამომდინარე მდგომარეობიდან, პაციენტის საჭიროებიდან. ესაა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, სტიმულაციური ეფექტი;
🔺 გამწმენდი და გარეგანი საშუალებები – ჩვენივე რეცეპტით დამზადებული, უკონკურენტო და საოცრად ეფექტური. წლების განმავლობაში გამოცდილი და რეალური,  მკვეთრი ეფექტების მქონე პირველივე გამოყენებიდან;
🔺 სამკურნალო მოვლის საშუალებები – არაინექციური მეზოთერაპია, სამკურნალო ბუსთერები და ნიღბები, დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავის მაღალი შემცველობით. ეს უკანასკნელი მარტივად აღწევს კანის ღრმა შრეებს, ჰიალურონის სტანდარტული მოლეკულისგან განსხვავებით.

🔵🔵🔵
შედეგად აკნე ეტაპობრივად ლაგდება, იწყება გამოჯანმრთელების პროცესი, კანი თავისუფლდება გამონაყარისგან, ხდება ერთგვაროვანი და გლუვი, დატენიანებული, ჯანსაღი და ლამაზი.

💎საბოლოოდ ივიწყებთ გამონაყარით გამოწვეულ უამრავ დისკომფორტს;
💎ხდებით მეტად თავდაჯერებული;
💎იღებთ უამრავ კომპლიმენტს გარშემომყოფთაგან;
💎აღარ გჭირდებათ დაფარვის მიზნით უამრავი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება;
💎გაქვთ მიმზიდველი, ნაზი და ჯანმრთელი კანი.