პილინგი

პილინგი ეს სიტყვა თქვენთვის უცხო არ არის, თუმცა ჩვენ შევეცდებით უფრო დეტალურად აგიხსნათ მისი მნიშვნელობა.

სტატიაში შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ როდის, რატომ და როგორ უნდა ჩავიტაროთ პილინგის პროცედურა.

                                                 new cliniccare   10-8-600x477   53229515_1173344912824952_5301660355477372928_n

💎მარტივად რომ ვთქვათ, სახის პილინგი ესაა პროცედურა, რომელიც კანის ზედაპირს მკვდარი უჯრედებისგან, ჭუჭყისა და ცხიმისგან წმენდს.
💎პილინგი/სახის წმენდა – ეს არაა ერთი კონკრეტული პროცედურა. ეს დასახელება შეიძლება გამოვიყენოთ უამრავი ვარიაციის მქონე პროცედურის ერთ, ზოგად სახელწოდებად.

დღევანდელი ცხოვრების პირობები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები, გარემო, სავალალო ეკოლოგია და ყველა სხვა დანარჩენი ფაქტორი, პირველ რიგში ჩვენს კანს აზიანებს. ყოველდღიური შეხება მტვერთან, ჭუჭყთან და სხვა უამრავ დამაბინძურებელ ფაქტორთან იწვევს კანის, განსაკუთრებით კი – სახის კანის სტრუქტურის სერიოზულ გაუარესებას.
ფორებში ღრმად ჩამჯდარი ცხიმი და ჭუჭყი უკარგავს მას სიჯანსაღეს, ვიზუალს და ელასტიურობას. რაც დრო გადის ეს ყველაფერი უფრო მძიმდება და შესაძლოა სერიოზულ პრობლემებამდეც მიგვიყვანოს.
🔷 ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცედურა აუცილებელია ყველასთვის, ისევე, როგორც სახის დაბანა ან გაწმენდა, რომლებიც, როგორც წესი, ბოლომდე ვერ აშორებს ცხიმს და მაკიაჟის ნარჩენებს.
🔷პილინგი შეიძლება იყოს – ღრმა, ზედაპირული, მექანიკურ წმენდასთან ერთად, ლაზერულ თერაპიასთან კომპინაციაში, ულტრაბგერით წმენდასთან ერთად, აკნეს საწინააღმდეგო, პიგმენტაციის საწინააღმდეგო, ფორების სამკურნალო და ა.შ.
🔷პილინგი შეიძლება ჩატარდეს უამრავი სხვადასხვა აგენტით, რაც დამოკიდებულია კანის საერთო მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რა პრობლემის აღმოსაფხვრელად ვაკეთებთ.
🔷ყველა შემთხვევაში, მთავარ მიზანს წარმოადგენს კანის გამოცოცხლება, მკვდარი უჯრედების მოშორება, ფორების გასუფთავება და რეგენერაციის პროცესების სტიმულაცია.
☀❄ პილინგის ტიპები განსხვავდება სეზონების მიხედვითაც. არსებობს წარმოდგენა, რომ ზაფხულში გმორიცხულია ამ პროცედურის ჩატარება, რადგან იწვევს გაღიზიანებას, სიწითლეს და ა.შ.
ეს არასწორი მიდგომაა. ზაფხულში კანს აუცილებლად ესაჭიროება მოვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიღებთ რუჯს, ვიყენებთ უამრავ კოსმეტიკურ საშუალებას, ცხიმოვანი და ოფლის ჯირკვლები უფრო აქტიურია და, შესაბამისად, მეტად ხდება დაბინძურება.
🔷რასაკვირველია, ამ სეზონზე ჩატარებული პილინგი არის უფრო მსუბუქი, ნაზი. არ იწვევს კანის გაღიზიანებს, არამედ ნაზად წმენდს მას, აშორებს ზედაპირულ, მკვდარ უჯრედებს, აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას.
🔷სწორედ ასეთია ენზიმური პილინგი, რომელსაც გარდა გამწმენდი ფუნქციისა, აქვს დამატენიანებელი, დამცავი და მკვებავი ფუნქციაც. აშორებს რა კანის ზედაპირზე არსებულ დამაზიანებელ ფაქტორებს, კანი უფრო მარტივად ითვისებს მკვებავ და მისთვის საჭირო ელემენტებს.

🔵 ასევე, გაეცანით სტატიასსახეს ერთხელ თუ გავიწმენთ, შემდეგ სულ დამჭირდება…

🔷პილინგი არ უნდა იწვევდეს ძლიერ გაღიზიანებას, ძლიერ აქერცვლას და ხანგრძლივ სიწითლეს. ის არ უნდა აზიანებდეს კანს, არამედ მიმართული უნდა იყოს მისი გაჯანსაღებისაკენ მაქსიმალურად ნაზად.

🔷რაც შეეხება სამკურნალო პილინგს, ის ტარდება სხვადასხვა პროცედურებთან კომბინაციაში, ძირითადად – ლაზერულ თერაპიასთან. მეთოდის შერჩევა ყოველთვის ხდება ინდივიდუალურად, პაციენტიდან გამომდინარე.


▶ პროცედურის შემდგომ კანში ღრმად მდებარე ჯანსაღი და ახალგაზრდა უჯრედები იწყებენ გაყოფას.
ახალგაზრდა უჯრედების გამრავლება კანს მეტ სინაზეს და სირბილეს ანიჭებს.
▶ პილინგის საშუალებით კანის რეგენერაციის უნარი უმჯობესდება, ნაკლებ შესამჩნევი ხდება ზედაპირული ნაოჭები, ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები.
▶ ღრმა პილინგის საშუალებით ვებრძვით ფორებში ღრმად ჩამჯდარ ცხიმს და ჭუჭყს.
💎 პილინგი თქვენს სახის კანს არაჩვეულებრივ ვიზუალს შესძენს, გააჯანსაღებს, გაწმენდს და დაარბილებს მას.
უფრო დიდი ხნით შეგინარჩუნებთ კანის ახალგაზრდულ, გლუვ და ჯანსაღ იერს.

 

© Aesthetic Corner/ნინო ცხოვრებაშვილის ესთეტიკის კლინიკა