ResurFX – გაახალგაზრდავების ოქროს სტანდარტი

11.08.2016

ლუმენისის ResurFX არის უახლესი, არააბლაციური, ფრაქციული ლაზერული ტექნოლოგია შექმნილი კანის თითქის ნებისმიერი არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის – ჰიპერ/ჰიპოპიგმენტაციის, შრამების, სტრიების, აკნეს შემდგომი იარების, ნაოჭების და ა.შ სამკურნალოდ.

null

რომელი მდგომარეობების დროს გამოიყენება?

– ასაკთან დაკავშირებული ან მზის დასხივებით გამწვეული ლაქები;
– წვრილი და შედარებით ღრმა ნაოჭები;
– სტრიები;
– ჰიპერ ან ჰიპოპიგმენტაციები;
– კანის არათანაბარი შეფერილობა (აჭრელება);
– ქირურგილული ან აკნეს შემდგომი იარები;
– მოდუნებული, უსიცოცხლო, მოშვებული კანი;
– ფორები და კანის უსწორმასწორო ზედაპირი.
როგორ მუშაობს?
ლუმენისის ლაზერი ResurFX – მაქსიმალურად მორგებულია პაციენტის კომფორტსა და პროცედურის შედეგიანობაზე. ეს არის არააბლაციური, ფრაქციული ლაზერი.
არააბლაციური ტექნოლოგია გულისხმობს იმას, რომ ხდება კოლაგენის სინთეზის სტიმულაცია კანის ყოველგვარი დაზიანების ან მისი რაიმე ნაწილის აბლაციის, აქერცვლის ან მოცილების გარეშე. როდესაც კოლაგენის დონე იზრდება, კანი გამოიყურება უფრო მკვრივად, დაჭიმულად და ახალგაზრდულად.
გარდა ამისა, ResurFX წარმოადგენს ფრაქციულ ლაზერს, ანუ – ლაზერის სხივები კანის ზედაპირს მიეწოდება წვრილი წერტილების სახით, მხოლოდ კანის გარკვეულ – სამოქმედო – მონაკვეთზე.
თითოეულ მონაკვეთზე საჭიროებს მხოლოდ ერთ დასხივებას, რაც ამცირებს პროცედურის დროს.
როგორც უკვე ვახსენეთ, რადგან ResurFX არის არააბლაციური, ფრაქციული ლაზერი, პროცედურის შემდგომი აღღდგენის დრო მინიმუმალდეა დაყვანილი.

რას უნდა ველოდოთ პროცედურის დროს?
პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სამოქმედო ზონის სიდიდეზე. რადგანაც თითოეულ მონაკვეთს მხოლოდ ერთი დასხივება ესაჭიროება, პაციენტისთვის პროცედურა არ არის რთული ასატანი. პროცედურის დროს შესაძლოა იგრძნობოდეს მცირე დისკომფორტი.

რას ველოდოთ პროცედურის შემდგომ?
პროცედურის შემდგომ შესაძლოა მცირე ხნით გამოიხატოს კანის შეწითლება ან ოდნავი შეშუპება ( როგორც თითქმის ყველა ლაზერული პროცედურის შემდეგ). სამუშაო რეჟიმს პაციენტი უბრუნდება იმავე ან მეორე დღესვე. კანი უნდა მოვარიდოთ მზის სხივებს პროცედურამდე და პროცედურის შემდგომ. აუცილებელია გამოყენოთ მზისგან დამცავი – მინიმუმ 30%იანი კრემი.

რამდენი პროცედურა დაგჭირდებათ და რა სიხშირით?
ეს ყველაფერი დამოკიდებულია მდგომარეობაზე, რაც აუცილებლად უნდა შეაფასოს კოსმეტოლოგმა და დაგინიშნოთ საჭირო მკურნალობა. საშუალოდ 3-4 პროცედურა 1თვის ინტერვალებით.