პრესოთერაპია / ინფრაწითელი სხივი / მიოსტიმულაცია

ჩვენ გთავაზობთ ცელულიტის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ აპარატურულ მეთოდს — პრესოთერაპიას — რომელიც პირდაპირაა მიმართული ლიმფური ნაკადის დინების აღდგენისაკენ. პრესოთერაპია — ესაა ქსოვილებზე წნევის ტალღისებური ზეწოლა, რაც აუმჯობესებს არტერიული და ვენური სისხლის, ლიმფის მიკროცირკულაციას. გარდა ამისა, ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, ააქტივებს ნივთიერებათა ცვლას. საკმარისია, ლიმფის ნაკადი გაუმჯობესდეს, რომ კანქვეშა ქსოვილებში შეკავებული სითხე ნელ-ნელა გაიწოვება, შეშუპება ჩაცხრება და კანი ნორმალურ იერსახეს დაუბრუნდება.
ამგვარად, პრესოთერაპია გეხმარებათ როგორც კანის იერსახის გამოსწორებასა და ცელულიტის დაშლაში, ასევე ზედმეტი წონის მოშორებაში.
ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის ასევე ძალიან დიდი ეფექტურობით გამოირჩევა — ინფრაწითელი გამოსხივება — რომელიც პირდაპირაა მიმართული მეტაბოლიზმის გაძლიერებისაკენ. 30-40 წუთის განმავლობაში თქვენ 500 მდე კალორიას დაწვავთ, მხოლოდ აპარატის საშუალებით.
ხოლო მიოსტიმულაცია, ელექტრული იმპულსების საშუალებით ზრდის კუნთების ტონუსს, ამკვრივებს მათ. მკვრივი და ტონუსში მყოფი კუნთოვანი ქსოვილი კი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს მოსვენებით მდგომარეობაშიც კი, ვიდრე მოშვებული. ეს კი, თავისთავად, ცხიმოვანი ქსოვილის უფრო აქტიურად წვის სტიმულაციას ახდენს.