ალექსანდრიტის ლაზერი


ალექსანდრიტის ლაზერი კლასიკაა და მისი ჩანაცვლება ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა სამედიცინო აპარატმა ვერ შეძლო ამ სფეროში. იგი ამერიკაში დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ლაზერული ტექნოლოგიების სიაში და აღიარებულია ოქროს სტანდარტად.

ალექსანდრიტის ლაზერი ს სხივის ტალღის სიგრძე 755 ნმ–ია,რაც უზრუნველყოფს თმის ფოლიკულის სწრაფ და ეფექტურ თერმოლიზს (მელანინის მიერ სითბოს ინტენსიური შთანთქმის ხარჯზე) ირგვლივ მყოფი ქსოვილების დაზიანების გარეშე. თუმცა მუქი ფერის კანის დამუშავების შემთხვევაში არსებობს დამწვრობის რისკი.ამიტომ ალექსანდრიტის ტიპის ლაზერები რეკომენდირებულია მხოლოდ ღია ფერის კანის( 1–3 ტიპი) და მუქი ფერის თმიანობის შემთხვევაში. პროცედურის ეფექტი ნამდვილად შთამბეჭდავია– პაციენტი ხანგრძლივი დროით თავისუფლდება არასასურველი თმიანობისაგან. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ამერიკული წარმოების CANDELA-ს ალექსანდრიტის ლაზერს, რომელიც აღჭურვილია ყველაზე მძლავრი გაგრილების სისტემით, რაც მაქსიმალურად ამცირებს არასასიამოვნო შეგრძნებებს პროცედურის დროს და იძლევა საშუალებას მაქსიმალურად საჭირო ენერგია იქნას გამიყენებული კანის დაზიანების გარეშე.

 

რამდენიმე პროცედურის შემდეგ კანი საგრძნობლად თავისუფლდება თმისაგან, ხდება უფრო გლუვი, ხავერდოვანი.
პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანისა და თმის სტრუქტურაზე. საუკეთესო შედეგის მისაღებად, სასურველია, დაიცვათ ის ინტერვალები, რომლებსაც ექიმი-ლაზეროთერაპევტი დაგინიშნავთ.