🔴 რა ინფორმაციას ფლობ აკნეს მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდების შესახებ?
🔴ეს არაა მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპია ან სხვადასხვა გარეგანი საშუალებები.
🔶 აკნესთან საბრძოლველად მედიცინის ორი მნიშვნელოვანი დარგი – დერმატოლოგია და კოსმეტოლოგია დიდი ხანია გაერთიანდა, ეს მიდგომა თანამედროვე მედიცინაში უკვე დანერგილია და ძალიან წარმატებით მუშაობს.
🔶ამ სფეროში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და უამრავი პაციენტის დადებითი შედეგი საშუალებას გვაძლევს თამამად ვთქვათ, რომ მკურნალობის კომპლექსური მეთოდიკა, სწორი მიდგომა და ზუსტად შერჩეული პროცედურები ამ პრობლემის მოგვარების გარანტია.
🔶მუდმივად ვეცნობით თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სიახლეებს და ვცდილობთ ყველა ის მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვანი, ახალი და ეფექტურია დავნერგოთ და გამოვიყენოთ კანის სხვადასხვა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობების სამკურნალოდ.
🔵აკნეს პათოგენეზში მრავალი განსხვავებული ფაქტორი მონაწილეობს, აქ ჩართულია უამრავი სხვადასხვა ფაქტორი. მხოლოდ ერთი პროდუქტის, მეთოდის ან მედიკამენტის გამოყენება საკმარისი არაა. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა პათოგენეზის თითოეულ რგოლზე.
🔺 ვებრძვით გამომწვევს;
🔺 ვებრძვით ანთებას;
🔺 ვებრძვით პათოლოგიურ ვასკულარიზაციას;
🔺 ვებრძვით ჰიპერაქტიურ ცხიმოვან ჯირკვლებს;
❔ რა მეთოდიკას ვიყენებთ ❔
🔵 მკურნალობის მეთოდი უამრავია და ყოველი პაციენტისთვის აუცილებელია მათი ინდივიდუალური შერჩევა.
🔺 ლაზერული მკურნალობა
– სხვადასხვა სახეობის ლაზერით, გამომდინარე მდგომარეობიდან, პაციენტის საჭიროებიდან. ესაა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, სტიმულაციური ეფექტი;
🔶აკნეს ლაზერული მკურნალობა – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი.
ℹგამოიყენება მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია უეფექტოა დიდი დროის განმავლობაში.
💊ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენება უამრავ გვერდით ეფექტს ავლენს და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
🔴ძალიან ხშირად, აკნეს მქონე პაციენტები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს, თუმცა – სამწუხაროდ, უშედეგოდ
🔴აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში ლაზერული მკურნალობის უდიდესი პოტენციალი გამოიხატება კონკრეტული ლაზერის სხივის კანის ღრმა შრეებში პენეტრაციის უნარში.
💥სხივი თერმულად ზემოქმედებს ჰიპერაქტიურ ცხიმოვან ჯირკვლებზე და ამცირებს ანთებით პროცესს.
ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესის სტიმულაციას კოლაგენის აქტიური სინთეზის ხარჯზე.
⚗გარდა ამისა – ლაზერის სხივს გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი, რაც უზრუნველჰყოფს გამომწვევის სწრაფ და ეფექტურ გაუვნებელყოფას. ეფექტურია აკნეს შემდგომი შრამებისა და ლაქების სამკურნალოდ.
💎არაერთ კვლევაზე დაყრდნობით, აკნეს ლაზერული მკურნალობა არის ყველაზე უსაფრთხო, მარტივი, ეფექტური და ხანგრძლივი ეფექტის მქონე მეთოდი, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და გართულებები.
🔶 პილინგი(I) – ეს არაა კანის სტანდარტული წმენდა, იგულისხმება სამკურნალო პილინგი, სადაც აქტიურად ვიყენებთ მსოფლიოში მოწინავე ბრენდების პროდუქციას;
🔶 პილინგი (II) – ღრმა ან ზედაპირული წმენდა (ხილის მჟავები, ენზიმური პილინგი), მკვდარი უჯრედების, ფორებში ჩამჯდარი ცხიმის, ჭუჭყის მოშორებას, ანთებითი ელემენტების მკურნალობა არა უბრალოდ მათი მექანიკური მოშორებით, არამედ შემდგომი კოაგულაციით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს იგივე ადგილას ანთების კვლავ განვითარებას. პილინგს არ ახასიათებს კანის რამდენიმედღიანი აქერცვლა, სიწითლე და დისკომფორტი;
🔶 ულტრაბგერითი წმენდა – ფორების საფუძვლიანი წმენდა;
🔶 გამწმენდი და გარეგანი საშუალებები – ჩვენივე რეცეპტით დამზადებული, უკონკურენტო და საოცრად ეფექტური. წლების განმავლობაში გამოცდილი და რეალური, მკვეთრი ეფექტების მქონე პირველივე გამოყენებიდან;
🔶 სამკურნალო მოვლის საშუალებები – არაინექციური მეზოთერაპია, სამკურნალო ბუსთერები და ნიღბები, დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავის მაღალი შემცველობით. ეს უკანასკნელი მარტივად აღწევს კანის ღრმა შრეებს, ჰიალურონის სტანდარტული მოლეკულისგან განსხვავებით.
❔ რა მიზნები გვაქვს ❔
🔵 გარდა იმისა, რომ ყველა პათოლოგიურ ჯაჭვს უნდა შევეხოთ, დამატებით აუცილებელია:
🌿 კანის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება;
🌿 ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერება;
🌿 ნორმალური PH ბალანსის აღდგენა;
🌿 გამოჯანმრთელების პროცესების გააქტიურება;
🌿 ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენა;
🌿 კოლაგენისა და ელასტინის სტიმულაცია;
🌿 ღრმა დატენიანება და ჰიალურონის მჟავის ბალანსის დარეგულირება
🔹 ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი ბიოკომპონენტი.
🔵🔵🔵
შედეგად აკნე ეტაპობრივად ლაგდება, იწყება გამოჯანმრთელების პროცესი, კანი თავისუფლდება გამონაყარისგან, ხდება ერთგვაროვანი და გლუვი, დატენიანებული, ჯანსაღი და ლამაზი.
💎საბოლოოდ ივიწყებთ გამონაყარით გამოწვეულ უამრავ დისკომფორტს;
💎ხდებით მეტად თავდაჯერებული;
💎იღებთ უამრავ კომპლიმენტს გარშემომყოფთაგან;
💎აღარ გჭირდებათ დაფარვის მიზნით უამრავი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება;
💎გაქვთ მიმზიდველი, ნაზი და ჯანმრთელი კანი.