დაივიწყეთ თმის ცვენა

21.02.2016

თმის ცვენა დღევანდელი ცხოვრების პირობებში მრავალი ადამიანის პრობლემაა – განურჩევლად სქესისა და ასაკისა. თმაზე მრავალი დამაზიანებელი ფაქტორი მოქმედებს, დაწყებული გარეგანი დამაზიანებლებიდან – ქუჩის მტვერი, ტემპერატურა, არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებები, ხშირი გასწორება თუ დახვევა, ხშირი ღებვა და ა.შ., დამთავრებული შინაგანი ფაქტორებით – არასწორი კვება, ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობა და, მამაკაცების შემთხვევაში, ხშირად მემკვიდრული ფაქტორიც. სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად, სხვადასხვა ნიღბები და გარეგანი სამკურნალო საშუალებები შედეგს აღარ იძლევა, სწორედ ამიტომ, უნდა მოგვმართოთ ჩვენ.

-როგორ ვუმკურნალოთ დასუსტებულ და დაზიანებულ თმას?
კლინიკა Aesthetic Corner გთავაზობთ თმის ცვენის მკურნალობის ყველაზე რეალურ და ეფექტურ მეთოდებს – მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია.

-რას გულისხმობს თითოეული მეთოდი ?
მეზოთერაპია – ამ დროს ხდება სამკურნალო ნივთიერებებით გაჯერებული კოქტეილის შეყვანა კანში მიკროინექციების საშუალებით.
პლაზმოთერაპიას კი საფუძვლად უდევს პაციენტის საკუთარი სისხლის პლაზმის უნიკალური თვისებები. პლაზმა შეიცავს ზრდის ფაქტორებს მაღალი კონცენტრაციით, ვიტამინებს, ჰორმონებსა და ცილებს.

-როგორ მოქმედებს ეს მეთოდები?
ორივე აღნიშნული მეთოდი დადებითად მოქმედებს დასუსტებულ, მტვრევად თმაზე. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ფოლიკულის კვება. სამკურნალო ნივთიერებები და ვიტამინები კანის იმ სიღრმემდე ჩადის ( მეზოდერმა ), სადამდეც მოვლის გარეგანი საშუალებებით ვერ ვაღწევთ. შედეგად უმჯობესდება თმის ღერის ტროფიკა, იწყება უფრო ჯანმრთელი და ძლიერი ღერების ზრდა.

-რას ვიღებთ შედეგად?
შედეგად ვიღებთ ძლიერ, ხშირ, აღდგენილ თმას. მცირდება ცვენა, ბოლოების გაყოფა. თმა ხდება ძლიერი, ბზინვარე, უმჯობესდება მისი ხარისხი. ხოლო კანის სტრუქტურის გაუმჯობესების ხარჯზე კი მცირდება ქერტლი.