ინოვაციური მეზო-ბუსთერი – AHA + EGF + low molecular HYAL

23.02.2019

რეალური მეზო-ბუსთერი – უნემსო მეზოთერაპია

💎მთელი საქართველოს მასშტაბით – მხოლოდ ჩვენთან, ინოვაციური ფორმულა პირდაპირ შვედეთიდან – AHA + EGF + low molecular HYAL შემცველობით

პროცედურის ეტაპები :
1⃣ სრული დემაკიაჟი –
 გამოიყენება მცენარეული, მაღალკონცენტრაციული გამწმენდი ქაფი + გამწმენდი ლოსიონი, რომელიც სრულად აშორებს  მაკიაჟს, ნაჩვენებია ყველა ტიპის კანისთვის, გამოყენების შემდგომ ტოვებს დამცავ შრეს კანზე.  Silky Concentrated Cleansing Foam + CLEANSING LOTION

1971001_1 Cleansing_Lotion_500_ml_web

—————————————————————————————————————————————–

2⃣ პილინგი – აბსოლუტურად უმტკივნეულო, სწრაფი და საოცრად ეფექტური პილინგი. ერთიანად აშორებს კანის მკვდარ, არასაჭირო უჯრედებს. ხდის კანს უფრო ნათელს, სძენს ერთიან ფერს. აგლუვებს და აძლევს მას ნაზ, ხავერდოვან ტექსტურას.
Instant_Painless_Peel_250_ml_web


3⃣ უნემსო მეზო- ბუსთერი – AHA + EGF + low molecular HYAL
აქვს აუტონეიტრალიზაციის უნარი, აბსოლუტურად არ აზიანებს კანის ზედაპირს. ამდიდრებს კანს საჭირო, ძლიერი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ამაღლებს კანის იმუნიტეტს, ეფექტურად ებრძვის დაბერების ნიშნებს და ახდენს მათი გაჩენის პრევენციას.

                                                                      AHA+EGF_Skin_Booster-bottle_web


4⃣ ნიღაბი –  EGF PURE mask – ჰიალურონის მაღალი შემცველობით. აქვს ღრმა დამატენიანებელი, გამაჯანსაღებელი, მასტიმულირებელი ეფექტი. ებრძვის დაბერების პროცესებს, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

                                                                    3989_EGF_Pure_Mask-1-600x389



გ ა ი გ ე     მ ე ტ ი  

💎 EGF – იგივე  ეპიდერმალური ზრდის ფაქტორი არის განსაკუთრებულად ძლიერი, ბიოლოგიურად აქტიური პროტეინი/ცილა. ადამიანის ორგანიზმში აკისრია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია  – უჯრედების ზრდა, გამრავლება, დიფერენციაცია, ბუნებრივი აღდგენა/რეგენერაციიის პროცესების მკვეთრი გაძლიერება. მედიცინაში ფართოდ გამოიყენება დიაბეტური წყლულების, ძვალ-სახსროვანი პრობლემების და ა.შ. სამკურნალოდ.

💎 low molecular HYAL – დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა – მთავარი ღირსება, რითიც CLINICCARE-ს ყველა პროდუქტი გამოირჩევა სხვა უამრავი ცნობილი ბრენდის პროდუქციისგან. მარტივად რომ ვთქვათ : სტანდარტული ჰიალურონის მჟავის მოლეკულა ზომით არის ძალიან დიდი, ვერ გადის კანის ბარიერს და ამიტომ შეგვყავს ინექციის საშუალებით, ხოლო CLINICCARE-ს პროდუქციაში არსებული ჰიალურონი არის დ ა ბ ა ლ მ ო ლ ე კ უ ლ უ რ ი, მცირე ზომის – შედეგად, მარტივად აღწევს კანის ღრმა შრეებს და ასრულებს თავის ფუნქციას.

💎ამ ორი მთავარი კომპონენტის ერთობლიობა იძლევა კანის საოცარ გაჯანსაღებას, ღრმა სტიმულაციას, ბუნებრივ უჯრედულ განახლების პროცესების აქტივაციას მოლეკულურ დონეზე.
EGF  უკავშირდება რა უჯრედის ზედაპირზე არსებულ თავის რეცეპტორს – სწრაფად ირთვება ბიოქიმიური რეაქციების რთული ჯაჭვი – გენების ექსპრესია, პროტეინების სინთეზი და, ბოლოს – დნმ-ის წარმოქმნა ახალი უჯრედების გამრავლებისთვის.
ღრმა შრეებში ჰიალურონის მჟავის ინტეგრაცია აქტიურად უშლის ხელს წყლის კარგვას, იცავს ქსოვილს დეჰიდრატაციისგან და გამოშრობისგან.
ჰიალურონი, თავის მხრივ, ნატურალური იმუნოსტიმულატორი და ანთების საწინაღმდეგო ბიოკომპონენტია