❄კრიოთერაპიის პროცედურა შედგება რამდენიმე ეტაპისგან :
1.დემაკიაჟი
2.ენზიმური პილინგი
3.კრიომასაჟი სპეციალური ნანოსტრუქტურული ჰიალურონის გელებით
4.დამამშვიდებელი ნიღაბი
5.მკვებავი საცხი კანის ტიპის მიხედვით.
❄კრიოთერაპიის პროცედურას უამრავი დადებითი ეფექტი აქვს –
💎ენზიმური პილინგი აშორებს კანის ზედაპირულ, მკვდარ უჯრედებს, გარქოვანებულ არეებს და აგლუვებს კანის ზედაპირს. გარდა გამწმენდი ფუნქციისა, აქვს მკვებავი და დამატენიანებელი ეფექტიც.
💎შემდგომი ეტაპი – კრიომასაჟი – ამცირებს და მკურნალობს ანთებით კერებს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას. დადებითად მოქმედებს და აღადგენს კანის ელასტიურობას, ავიწროვებს და კრავს ფორებს, უმჯობესდება კანის სტრუქტურა. მკვეთრად ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც უფრო აქტიურად ხდება გამოყენებული გელის შეწოვა.
💎ძალიან ეფექტურია მოშვებული კანისთვის, იძლევა კარგ ლიფტინგს, სპეციალური გელები კი აორმაგებს პროცედურის ეფექტს.
☀პროცედურის კიდევ ერთი დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ შესაძლოა ჩატარდეს გარუჯვამდეც.