რომელი ლაზერით ჩავიტაროთ ეპილაცია?

09.11.2014

რომელი ლაზერით ჩავიტაროთ ეპილაცია?
 ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრ მომხმარებელს აინტერესებს– ვინაიდან ცნობილია, რომ ლაზერის ტიპი პიდაპირ ზეგავლენას ახდენს რეზულტატზე და პროცედურის ჩატარების სპეციფიკაზე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ის ესთეტიკის ცენტრები და სალონები, სადაც განთავსებულია მსგავსი ტიპის აპარატები– არასაკმარისი ობიექტურობით აღწერენ მათ შესაძლებლობებს.
როგორც ცნობილია, მსოფლიოში აღიარებულია სამედიცინო ლაზერების 2 ძირითადი ტიპი, რომელიც გამოიყენება არასასურველი თმიანობის მოსაშორებლად: ალექსანდრიტის და დიოდური ლაზერები. არსებობს სხვადასხვა ტიპის სალონური სხივური ეპილაციის აპარატებიც: (IPL–ფოტოეპილაცია;, RF+IPL – ე.წ. ELOS ეპილაცია, სადაც ფოტოს გაძლიერების მიზნით დამატებული აქვს რადიოტალღური ზემოქმედება;, Q-switched, Rubi, და სხვ.)თუმცა მათი ზოგიერთი პარამეტრი და რეზულტატები არ კმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს.
ლაზერული ეპილაციის აპარატებს შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს მათ მიერ გამომუშავებული სხივის ტალღის სიგრძეში და მათი ზემოქმედების უნარზე სხვადასხვა ტიპის კანზე.

 ალექსანდრიტის ლაზერი ს სხივის ტალღის სიგრძე 755 ნმ–ია,რაც უზრუნველყოფს თმის ფოლიკულის სწრაფ და ეფექტურ თერმოლიზს (მელანინის მიერ სითბოს ინტენსიური შთანთქმის ხარჯზე) ირგვლივ მყოფი ქსოვილების დაზიანების გარეშე. თუმცა მუქი ფერის კანის დამუშავების შემთხვევაში არსებობს დამწვრობის რისკი.ამიტომ ალექსანდრიტის ტიპის ლაზერები რეკომენდირებულია მხოლოდ ღია ფერის კანის( 1–3 ტიპი) და მუქი ფერის თმიანობის შემთხვევაში. პროცედურის ეფექტი ნამდვილად შთამბეჭდავია– პაციენტი ხანგრძლივი დროით თავისუფლდება არასასურველი თმიანობისაგან. ამერიკული წარმოების CANDELA-ს ალექსანდრიტის ლაზერები აღჭურვილია ყველაზე მძლავრი გაგრილების სისტემით, რაც მაქსიმალურად ამცირებს არასასიამოვნო შეგრძნებებს პროცედურის დროს და იძლევა საშუალებას მაქსიმალურად საჭირო ენერგია იქნას გამიყენებული კანის დაზიანების გარეშე.
რაც შეეხება დიოდურ ლაზერებს(ტალღის სიგრძე 800–810ნმ)––ეს ახალი ტექნოლოგიური მიღწევების შედეგია. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში , რომ აქვს ყველა ტიპის კანზე( 1–6 ტიპი) და ყველა შეფერილობის თმაზე ზემოქმედების უნარი და ამასთან , პრაქტიკულად არ იწვევს კანის დამწვრობას. თუმცა , დღემდე დიოდური ლაზერების ერთადერთი ნაკლი იყო ეპილაციის პროცედურის მტკივნეულობა ,რაც დისკომფორტს უქმნიდა პაციენტს. უკანასკნელმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ეს პრობლემაც გადაჭრა . განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს მსოფლიოში ლაზერების უმსხვილესი მწარმოებლის ALMA lasers (ისრაელი) მიერ შექმნილი ახალი დიოდური ლაზერი––SOPRANO ice . ეს აპარატი აღჭურვილია განსაკუთრებული გაგრილების სისტემით (-3 გრადუსამდე) , რაც ეპილაციის უმტკივნეულოდ ჩატარების საშუალებას იძლევა. გარდა ამ უპირატესობისა სპეციალური პროგრამა ––იმპულსების უწყვეტი მოწოდების ხარჯზე უზრუნველყოფს პროცედურის ჩატარებას მოძრაობაში–ანუ in motion. პრაქტიკულად მწარმოებელმა ეპილაცია გარდაქმნა კომფორტულ ი მასაჟის პროცედურად.
ჩვენს კლინიკაში მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდგომ ხდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის შესაფერისი ლაზერის შეთავაზება, რაც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას , კომფორტს და შედეგის ეფექტურობას.