საინტერესო ფაქტები ლაზერულ ეპილაციაზე

09.11.2014


*ლაზერების უმეტესობა ძირითადად თმის პიგმენტ – მელანინზე მოქმედებს. სწორედ ამიტომ,
ყველაზე მარტივი მუქი ფერის თმის მოშორებაა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქერა თმის გაქრობა შეუძლებელია. მასში უბრალოდ ნაკლები პიგმენტია, ამიტომ შესაძლოა მხოლოდ პროცედურების რაოდენობაში იყოს სხვაობა.

*პროცედურის შემდგომ თმის ცვენის დაწყების დრო ინდივიდუალურია, საშუალოდ კი მერყეობს 10 დან 14 დღემდე (თუმცა, შესაძლოა იყოს მეტი, ან ნაკლები). პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ შხაპის მიღებისას გამოიყენოთ სკრაბი.

*პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და რთულია წინასწარ განისაზღვროს. ის დამოკიდებულია კანის, თმის სტრუქტურასა და ფერზე. საშუალოდ კი, დაახლოებით 70-80% შემთხვევებში, პროცედურების რაოდენობა მერყეობს 4დან 8მდე, რასაკვირველია, ინტერვალების დაცვით.

*დიდი ზომის ხალებზე ლაზერის სხივის მოქმედება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში იგი იფარება ბამბით ან სპეციალური საფენით.

*გარუჯვამდე და გარუჯვის შემდგომ 7 დღე ლაზერის სხივი რეკომენდირებული არ არის (ალექსანდრიტის ლაზერის შემთხვევაში 10-12 დღე).