❎,,სახეს ერთხელ თუ გავიწმენდ, მერე სულ დამჭირდება..’’❎
🔴გადავწყვიტეთ, ამ ფრაზაზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რადგან, სამწუხაროდ, არაერთხელ გვსმენია.
‼ეს არის ძალიან, ძალიან არასწორი მიდგომა!
🔶ჩვენი დიდი სურვილია, მეტი გაიგოთ სახის წმენდის პროცედურის მნიშვნელობის შესახებ.
🔶პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ,რომ ეს არის კანის ღრმა გასუფთავების პროცედურა, რასაც აბსოლუტურად(!) ყველა ადამიანის სახის კანი საჭიროებს, ზუსტად ისე – როგორც დღის ბოლოს – დაბანას !
🔶მოდით,უბრალოდ წარმოვიდგინოთ, დღის განმავლობაში რამდენ გარემო ფაქტორთან აქვს სახის კანს შეხება – მაკიაჟი, ჰაერში არსებული მტვერი, გამონაბოლქვი, სხვადასხვა მიკროორგანიზმები, უამრავი ბაქტერია ჩვენი ხელებიდან და ტანსაცმლიდან, სუსხი, სიცივე, ქარი, ძლიერი სიცხე, გამომშრალი, ოთახის ჰაერი.. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი.
🔶თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევთ – რასაკვირველია – ვერ ვხედავთ, როგორ რჩება ჭუჭყი კანის ღრმა შრეებში, როგორ შრება და სკდება, როგორ იმატებს ცხიმიანობა, როგორ იხშობა ფორები და – საბოლოოდ – როგორ ,,უჭირს სუნთქვა’’ ჩვენს კანს.
🔶რაც შეეხება დაბანას, ამ დროს იწმინდება მხოლოდმისი ზედა ფენა – ღრმა შრეები რჩება დაბინძურებული, ეს ყველაფერი გრძელდება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, კანის იმუნიტეტი ქვეითდება, რეგენერაცია კლებულობს, ჩნდება ნაადრევი ნაოჭები, ჩნდება აკნე, სიწითლე …
🔴სახის პროფესიონალური წმენდა :
🌿გვაშორებს ფორებში ღრმად ჩამჯდარ ცხიმს და ჭუჭყს;
🌿გვაშორებს ზედაპირულ, დაზიანებულ უჯრედებს;
🌿ასტიმულირებს უჯრედული რეგენერაციის პროცესებს;
🌿ამაღლებს კანის ადგილობრივ იმუნიტეტს იცავს მას მომავალში პრობლემებისგან;
🌿ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულაციის ხარჯზე იცავს მას ნაადრევი დაბერებისგან.
🔴 და ბოლოს, პასუხი იმაზე, რითიც დავიწყეთ – რა თქმა უნდა, სახეს ერთხელ თუ გაიწმენდთ, კიდევ აუცილებლად დაგჭირდებათ, არა იმიტომ, რომ ერთხელ გაიწმინდეთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი კანი ამას მუდმივად საჭიროებს !
🔴 თუკი თვლით, რომ არ გაქვთ პრობლემური კანი, ამ შემთხვევაშიც კი, ზემოთხსენებული მიზეზების გამო, თუნდაც თვეში ერთხელ, თუნდაც – ორ თვეში ერთხელ – აუცილებლად გაანებივრეთ თქვენი კანი ამ პროცედურით, გვერწმუნეთ, მას ძალიან ბევრის გადატანა უწევს.