ჩვენს კანს ზამთარში განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, Aesthetic Corner გთავაზობთ სახის კანის მოვლის პროცედურების მრავალფეროვან არჩევანს.
– პილინგი – სახის ღრმა წმენდა – პროცედურა, რომელიც კანის ზედაპირს მკვდარი უჯრედებისგან, ჭუჭყისა და ცხიმისგან წმენდს. ყოველდღიური დამაბინძურებელი ფაქტორები კანზე უარყოფით გავლენას ახდენს და დროთა განმავლობაში ამძიმებს, აუარესებს მცირე და შეუმჩნეველ პრობლემებს.
შედეგი : პილინგის შემდგომ კანში ღრმად მდებარე ახალგაზრდა უჯრედების გამრავლება კანს მეტ სინაზეს და სირბილეს ანიჭებს.
მიდი საშუალებით კანის რეგენერაციის უნარი უმჯობესდება, ნაკლებ შესამჩნევი ხდება ზედაპირული ნაოჭები, ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები.
ღრმა პილინგის საშუალებით ვებრძვით ფორებში ღრმად ჩამჯდარ ცხიმს და ჭუჭყს.
– პლაზმოლიფტინგი – ერთ-ერთი საუკეთესო პროცედურა, რომელიც მხოლოდ თქვენი საკუთარი სხეულის რესურსის გამოყენებით აჯანსაღებს, აცოცხლებს და კვებავს კანს. პროცედურა გულისხმობს თრომბოციტებით გამდიდრებული საკუთარი სისხლის პლაზმის ინექციას კანში. გარდა ამისა, ზამთრის სეზონის თანმხლები პრობლემაა თმის ცვენა და გათხელება. პლაზმოთერაპიით ამ პროცესის შეჩერებასაც შეძლებთ.
შედეგი : პლაზმოთერაპიის საშუალებით ვებრძვით აკნეს, გამომშრალ, უსიცოცხლო, მოშვებულ კანს. მოდუნებული კანი ელასტიურობას იძენს და ახალგაზრული შეხედულების ხდება. აღდგება კანის ტენიანობა და მოგვარდება ზედმეტად ცხიმიანი ან გამომშრალი კანის პრობლემა.
– LPG-ენდერმო ლიფტინგი – იგივე ვაკუუმ მასაჟი ააქტიურებს ლიმფოდრენაჟს, კანის უჯრედებს, ანიჭებს მას უფრო გლუვ შესახედაობას, ხდის მეტად მკვრივს და ახალგაზრდულს.
გარდა ამისა, მოქმედებს ცხიმის უჯრედებზე და იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას. შედეგად ”დაკიდებული”, მოშვებული კანი იძენს სრულიად გაჯანსაღებულ იერს.
შედეგი: გარდა ზემოთჩამოთვლილისა,სადღესასწაულო დღეებამდე შეგიძლიათ მცირე კორექტივები შეიტანოთ თქვენს სახის ფორმაში და LPG მასაჟის საშუალებით გამოიკვეთოთ ოვალი, მოიშოროთ ღაბაბი ან ლოყები.
– ლაზერული გაახალგაზრდავების უნიკალური მეთოდი– Lumenis-ის სამეფო ლაზერ ResurFX – ით – ერთი ერთი ყველაზე პოპულარული, ეფექტური, მრავალმხრივი ეფექტის და შესაძლებლობების მქონე პროცედურა. პროცედურა, რომლის გაკეთების შემდგომ საკუთარ თავს ვერ იცნობთ. ოქროს სტანდარტი სახის კანის ლაზერული გაახალგაზრდავებისათვის! კანის ღრმა, საფუძვლიანი და პროფესიონალური დამუშავება.
შედეგი : პირველივე პროცედურიდან თვალნათლივ შემცირებული ნაოჭები და პიგმენტური ლაქები. კანის სტრუქტურის მკვეთრი გაუმჯობესება, ღია ფორების და აკნეს შემდგომი ნაწიბურების მკურნალობა – ყველა ამ პრობლების მოგვარება მხოლოდ Lumenis-ის სამეფო ლაზერ ResurFX – ით.
– რადიოსიხშირის ენერგია – RFლიფტინგი – სასიამოვნო და ეფექტური პროცედურა მხოლოდ კანის საკუთარი რესურსის გამოყენებით.
შედეგი: არაჩვეულებრივად ჭიმავს და აცოცხლებს მოშვებულ, უსიცოცხლო კანს. ანიჭებს მას ელასტიურობას, სიჯანსაღეს.
– ბიორევიტალიზაცია – კანის მოვლის და გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინექციური მეთოდი ჰიალურონის მჟავას შემცველი საუკეთესო პრეპარატების გამოყენებით.
ჩვენს კლინიკაში აღნიშნული პროცედურა კეთდება უნიკალური იტალიური პრეპარატებით -IAL System; Ial System ACP.
შედეგი : კანზე ქრება წვრილი ნაოჭები, უმჯობესდება ელასტიურობა და ნარჩუნდება ტონუსი, კანის ფერი. პროცედურა იცავს კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან რაც დიდი ხნით აჩერებს დაბერების პროცესს.
– მეზოთერაპია – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოთხოვნადი პროცედურა ყველა ასაკში. იგი ესაჭიროება როგორც პრობლემურ ასევე უპრობლემო კანს. კანში შეგვყავს მზოკოქტეილი – ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, ამინომჟავები, მიკროელემენტები და ჰიალურონის მჟავა. მეზოთერაპია კანის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო პროცედურაა, რომელიც საუკეთესოდ კვებავს და აჯანსაღებს კანს. ის მუდმივად უნდა ჩაიტაროთ გარკვეული ინტერვალებით, რათა მაქსიმალურად შეანელოთ დაბერების პროცესი და კანი მუდმივად საუკეთესო ფორმაში გქონდეთ.
შედეგი : სახის კანს უბრუნდება ჯანმრთელი ფერი, ჯანსაღი მეზო-ბრწყინვალება. კანში შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. პროცედურის დასრულებისთანავე კანი ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება. მეზოთერაპია ასევე აქტიურად გამოიყენება თმის ცვენის და მისი შეთხელების დროს. აქტიური მეზოკოქტეილი კვებავს და აცოცხლებს თმის ძირებს, რაც უზრუნველყოფს ძირების გამაგრებას და ცვენის შეჩერებას.
კანის მოვლის პროგრამა
– შვედური წარმოების პროფესიონალური ხაზის კოსმეტიკით – CliniCCare.
სახის კანის მასაჟი ნანოსტრუქტურული, ადვილად შეწოვადი, მცენარეული შრატებით და ნიღბებით.
შედეგი: სახის კანის გამოკვება, დატენიანება, გამოცოცხლება საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებებით.