ℹ უკვე საკმაოდ დიდი დროა, რაც ჰიალურონის მჟავას ფუძეზე დამზადებულ ინექციებს ერთ ერთი წამყვანი ადგილი უკავია საინექციო პრეპარატებში. იგი გამოიყენება მეზოთერაპიაში, ბიორევიტალიზაციასა და კონტურულ პლასტიკაში.
⏩ასეთი ფართო გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რომ ჰიალურონის მჟავას მოხმარებამ გვაჩვენა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მაღალი ხარისხი.
⏩სტატიაში შევეცდებით ავხსნათ, თუ ხარისხის რა პრობლემებია წამოჭრილი ბიორევიტალიზაციის პრეპარატების შერჩევისას და რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ მაქსიმალური ეფექტისა და უსაფრთხოებისათვის.
🔵ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი პოლისაქარიდი რომელსაც არ გააჩნის სპეციფიური ანტიგენური სტრუქტურა. ამიტომაც მწარმოებლები მიმართავენ ბიოფერმენტაციის – ბაქტერიული ფერმენტიზაციის მეთოდს, რათა მიღებულ იქნას მაღალი ხარისხის ჰიალურონის მაჟავა. თუმცა ამ ეტაპზეც არსებობს წარმოების თავისებურებანი.
🔵დავიწყოთ იმით, რომ ტექნოლოგიურად, ჰიალურონის მჟავა მიიღება ბაქტერიული ფერმენტიზაციის გზით (კერძოდ-სტრეპტოკოკი (Streptococcus zooepidemicus) ) .
საწყის ეტაპზე ხდება ბაქტერიების გამრავლება საკვებ ნიადაგზე, მათი ცხოველქმედების პროცესების შედეგად -ფერმენტიზაციის გზით გამოიყოფა ჰიალურონის მჟავა.
▶ რასაკვირველია, ამ ეტაპზე მიღებული ჰიალურონის მჟავა არ არის სუფთა და გამოსაყენებლად აბსოლუტურად უსარგებლოა. მასში რჩება ცილები, ენდოტოქსინები, მიკროორგანიზმები და სხვა უამრავი ნაერთი. ამ მინარევებისაგან პრეპარატის სრული გაწმენდა ტექნოლოგიურად ძალზედ რთული პროცესია, რაც მოიცავს რამდენიმეეტაპიან, რთულ და კომპლექსურ გაწმენდით და გაფილტვრის პროცედურებს.
ცილა/პროტეინი:
როგორც ვიცით, ჰიალურონის მჟავა საკმაოდ დიდი ზომის მოლეკულაა, მას მარტივად შეუძლია მიიერთოს უამრავი სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის – პროტეინები (ცილები). ამ ნაერთიდან ცილის გამოყოფა ტექნოლოგიურად რთული, ხანგრძლივი და ძვირადღორებული პროცესია, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ჰიალურონის მჟავის დაზიანების გარეშე.
სწორედ ამიტომ, ცილოვანი მინაერთებისგან პრეპარატის 100%-თ გასუფთავება ვერ ხერხდება. თუმცა, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ პრეპარატში ცილის მცირე რაოდენობა დასაშვებია და არ წარმოადგენს საფრთხეს. (>-0,1%)
შესაბამისად, პრეპარატი, რომელსაც ვარჩევთ, უნდა შეიცავდეს ცილოვანი ნაერთების მინიმალურ რაოდენობას! ეს განაპირობებს მის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
კლინიკური მნიშვნელობა: ცილას გააჩნია სპეციფიური ანტიგენური სტრუქტურა, ამიტომაც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, შესაძლებელია გამოიწვიოს იმუნური რეაქციები-ალერგია. იმუნური რეაქციის გამომჟღავნება დამოკიდებულია ანტიგენების რაოდენობაზე და პაციენტის იმუნურ მდგომარეობაზე.
ენდოტოქსინები
არაპათოგენური ბაქტერიებიც კი შეიცავს ენდოტოქსინებს, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმზე პირდაპირი ზიანის მიყენება. ჰიალურონის მჟავას ფუძეზე დამზადებულ პრეპარატებში ენდოტოქსინის არსებობა პრაქტიკულად დაუშვებელია.
მიკროორგანიზმები
ჰიალურონის მჟავას შემადგენლობაში პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობა დაუშვებელია და არ განიხილება.
რაც შეეხება არაპათოგენურ მიკროორგანიზმებს. აღნიშნული ბიოლოგიური მინარევებისგან პრეპარატის გასუფთავება მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ, რთულ, შრომატევად და ძვირადღირებულ პროცედურებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისევე, როგორც ცილების შემთხვევაში, გასუფთავება 100%ით არ ხდება, თუმცა არსებობს უსაფრთხო დასაშვები ნორმები. არაპათოგენური აერობული მიკროორგანიზმები 100 КОЭ/г, და საფუარის სოკოები 10 КОЭ/г.
კლინიკური მნიშვნელობა: მიკროორგანიზმების არსებობამ, შესაძლოა გამოიწვიოს მათი შემდგომი გამრავლება და ქსოვილის დაინფიცირება, ინფექციის გავრცელება, ალერგიული რეაქციები და ა.შ.
მიკროორგანიზმების მინიმალური შემცველობა პრეპარატის უსაფრთხოების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია!
ℹ
🔵პრეპარატი ასევე არ უნდა შეიცავდეს ნუკლეინის მჟავებს, რაც ორგანიზმისთვის უცხო ინფორმაციის მატარებელია და მისი არსებობა შესაძლოა გახდეს აუტოიმუნური პროცესების განვითარების მიზეზი.
🔵ნუკლეინის მჟავებისა და პროტეინებისგან გასუფთავება მოითხოვს სხვადასხვა ფერმენტებისა და გამხსნელების გამოყენებას. მათ რიცხვში შედის აცეტონი, ეთილისა და იზოპროპილის სპირტი.
⏩ფილტრაციის შემდგომი ეტაპი მოიცავს პრეპარატის გაწმენდას აღნიშნული რეაგენტებისაგან.
კლინიკური მნიშვნელობა: აცეტონი შესაძლოა გახდეს ჰიპერერგიული რეაქციების განვითარების მიზეზი. სხვა მინარევები იწვევენ ანთებით პროცესებს, ქსოვილის დაზიანებას. პრეპარატის სრული გაწმენდა აღნიშნული მინარევებისგანაც ვერ ხდება, თუმცა აქაც არსებობს სტანდარტებით დაშვებული ნორმები ( ≤ 0.2%).
🔹აუცილებელია მოითხოვოთ პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებს სერტიფიკატი, რომელიც მაჩვენებელია თუ რა სტანდარტების დაცვით იწარმოება ჰიალურონის მჟავის პრეპარატები. რათა დაზღვეულები ვიყოთ ყოველგვარი გართულებებისაგან.
🔹თუ ნედლეულის წარმოშობა უცნობია, უმჯობესია უარი თქვათ ასეთი პრეპარატის შეძენაზე.
🔹ყველა პროდუქციას თან უნდა ერთვოდეს ანალიზის ხარისხის მაჩვენებელი სერტიფიკატი.
🔹გაითვალისწინეთ, რომ თითოეული პროდუქტის შემადგენლობაში მინარევების სხვადასხვა რაოდენობა გვხვდება.
🔹გახსოვდეთ, რომ იაფასიანი პრეპარატები ვერასდროს უზრუნველჰყოფენ თქვენს უსაფრთხოებას!