,,სახეს ერთხელ თუ გავიწმენდ, მერე სულ დამჭირდება..’’
გადავწყვიტეთ, ამ ფრაზაზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რადგან, სამწუხაროდ, არაერთხელ გვსმენია.
ეს არის ძალიან, ძალიან არასწორი მიდგომა!
ჩვენი დიდი სურვილია, მეტი გაიგოთ სახის წმენდის პროცედურის მნიშვნელობის შესახებ.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ,რომ ეს არის კანის ღრმა გასუფთავების პროცედურა, რასაც აბსოლუტურად(!) ყველა ადამიანის სახის კანი საჭიროებს, ზუსტად ისე – როგორც დღის ბოლოს – დაბანას !
მოდით,უბრალოდ წარმოვიდგინოთ, დღის განმავლობაში რამდენ გარემო ფაქტორთან აქვს სახის კანს შეხება – მაკიაჟი, ჰაერში არსებული მტვერი, გამონაბოლქვი, სხვადასხვა მიკროორგანიზმები, უამრავი ბაქტერია ჩვენი ხელებიდან და ტანსაცმლიდან, სუსხი, სიცივე, ქარი, ძლიერი სიცხე, გამომშრალი, ოთახის ჰაერი.. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი.
თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევთ – რასაკვირველია – ვერ ვხედავთ, როგორ რჩება ჭუჭყი კანის ღრმა შრეებში, როგორ შრება და სკდება, როგორ იმატებს ცხიმიანობა, როგორ იხშობა ფორები და – საბოლოოდ – როგორ ,,უჭირს სუნთქვა’’ ჩვენს კანს.
რაც შეეხება დაბანას, ამ დროს იწმინდება მხოლოდმისი ზედა ფენა – ღრმა შრეები რჩება დაბინძურებული, ეს ყველაფერი გრძელდება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, კანის იმუნიტეტი ქვეითდება, რეგენერაცია კლებულობს, ჩნდება ნაადრევი ნაოჭები, ჩნდება აკნე, სიწითლე …
სახის პროფესიონალური წმენდა :
გვაშორებს ფორებში ღრმად ჩამჯდარ ცხიმს და ჭუჭყს;
გვაშორებს ზედაპირულ, დაზიანებულ უჯრედებს;
ასტიმულირებს უჯრედული რეგენერაციის პროცესებს;
ამაღლებს კანის ადგილობრივ იმუნიტეტს იცავს მას მომავალში პრობლემებისგან;
ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულაციის ხარჯზე იცავს მას ნაადრევი დაბერებისგან.
და ბოლოს, პასუხი იმაზე, რითიც დავიწყეთ – რა თქმა უნდა, სახეს ერთხელ თუ გაიწმენდთ, კიდევ აუცილებლად დაგჭირდებათ, არა იმიტომ, რომ ერთხელ გაიწმინდეთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი კანი ამას მუდმივად საჭიროებს !
თუკი თვლით, რომ არ გაქვთ პრობლემური კანი, ამ შემთხვევაშიც კი, ზემოთხსენებული მიზეზების გამო, თუნდაც თვეში ერთხელ, თუნდაც – ორ თვეში ერთხელ – აუცილებლად გაანებივრეთ თქვენი კანი ამ პროცედურით, გვერწმუნეთ, მას ძალიან ბევრის გადატანა უწევს.