PHITOGEN

კლინიკა Aesthetic CornerPHITOGEN HOLDING-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ფლობს Ial – SYSTEM-ის ექსკლუზივს.

letter1-page-001 letter2-page-002

პროდუქციის ჩამონათვალი

IAL SYSTEM; IAL SYSTEM ACP

თანამედროვე ესთეტიკურ ცენტრებს აქვთ ფართო არჩევანი რათა შევძლოთ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული და ჯანმრთელი კანი.
სახე – ამით ყველაფერი ნათქვამია.
სახე უნდა იყოს იდეალურ ფორმაში, ამის საუკეთესო საშუალებას გვაძლევს მწვანე ინექციები (IAL- SYSTEM IAL SYSTEM ACP), რომელსაც უკვე დიდი ხანია იყენებენ სპეციალისტები იტალიაში და ევროპაში.
კანის გამოცოცხლება, გაახალგაზრდავება, ბუნაბრივი აჭიმვა, მიმიკური ნაოჭების კორექცია, სახის ოვალის კონტური, მსგავსი ეფექტი შესაძლებელია მივიღოთ ამ უნიკალური პრეპარატის გამოყენებით დიდი ხნის განმავლობაში. ბიორევიტალიზაცია – ნაოჭები ქრება თქვენს თვალწინ!
ეს არის უსაფრთხო ინექციური მეთოდი, რომლის მიზანია კანის უჯრედების განახლება და რომელიც არ აძლევს კანს დაბერების საშუალებას!

IAL System (იტალია) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პრეპარატს ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩასატარებლად. იგი ჰიალურონის მჟავას ფუძეზეა დამზადებული რომელიც ჩვენს ორგანიზმში არსებული მჟავის ანალოგია. მისი მწარმოებელია კომპანიაა Fidiafarmaceutical. კომპანია მსოფლიო ლიდერია ჰიალურონის მჟავის წარმოებაში რომელიც გამოიყენება მედიცინაში, კომპანიის რეპუტაცია და მისი წარმოებული პროდუქტების ხარისხი კარგად არის ცნობილი მთელს მსოფლიოში.

IAL System – ის მეშვობით შესაძლებელია კანის გაახალგაზრდავება სხეულის ნებისმიერ ნაწილში, კერძოდ კი: კისერი, დეკოლტეს ზონა, ხელის მტევნის ზედაპირის ზონა.
მეთოდოლოგია მოიცავს ორსაფეხურიან პროცედურას: პირველ ეტაპზე გამოიყენება ძირითადი კურსი, კერძოდ, ბიორევიტალიზაციის IAL System გამოყენებით, რომელიც მოიცავს 1-3 მოსამზადებელ პროცედურას, პრეპარატის შეყვანით კანის ეპიდერმისში, რომელიც უზრუნველყოფს კანის გამდიდრებას ჰიალურონის მჟავით. მეორე ეტაპი – ითვალისწინებს მიღებული ეფექტის მდგრადობის შენარჩუნებას.
IAL System – შემადგენლობში შედის არასტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავა დოზით 18 მგ/გ. რომელიც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, დერმის რესტრუქტურიზაციას, კანის რეგენერაციული და ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდას.
IAL System ACP – შემადგენლობში კი სტაბილური (მოდიფიცირებული) ჰიალურონის მჟავაა შემადგენლობით 20 მგ/გ რომელიც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. მისი ამოცანაა დერმის რელიეფის გასწორება, კანის ელასტიურობა და მიღებული ეფექტის შენარჩუნებას ხანგეზლივი დროის განმავლობაში.
პრეპარატის კანში შეყვანისას ამდიდრებს დერმას ჰიალურონის მჟავით, რის შედეგადაც კანში აკუმულირდება წყლის ახალი მოლეკულები და ასევე ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას.

შედეგები: კანზე ქრება წვრილი ნაოჭები, აუმჯობესებს ელასტიურობას და უნარჩუნებს ტონუსს, ასევე აუმჯობესებს კანის ფერს, კანის უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალებისაგან რაც დიდი ხნით აჩერებს დაბერების პროცესს.