ბიორევიტალიზაცია

🔵 დღესდღეობით ბიორევიტალიზაციის პროცედურა ლიდერის პოზიციებს იკავებს ესთეტიურ მედიცინაში. ბაზარზე კი  პრეპარატების საკმაოდ ფართო არჩევანია, სწორედ ამიტომ, რთულია შევარჩიოთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და მაღალი ხარისხის პრეპარატი.

🔵 ამ სფეროში ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული გახლავთ იტალიური კომპანია Fidia Farmaceutici, რომელიც ბიორევიტალიზაციის უმაღლესი ხარისხის პრეპარატებს – Ial-System™ და Ial-System ACP -ს აწარმოებს.

75ed37f25d9b4d84f2f969cc7d8807cd

🌿 ეს არის უსაფრთხო ინექციური მეთოდი, რომლის მიზანია კანის უჯრედების განახლება და რომელიც არ აძლევს კანს დაბერების საშუალებას!

🌿 IAL System (იტალია) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პრეპარატს ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩასატარებლად. იგი ჰიალურონის მჟავას ფუძეზეა დამზადებული რომელიც ჩვენს ორგანიზმში არსებული მჟავის ანალოგია. მისი მწარმოებელია კომპანიაა Fidiafarmaceutical. კომპანია მსოფლიო ლიდერია ჰიალურონის მჟავის წარმოებაში რომელიც გამოიყენება მედიცინაში, კომპანიის რეპუტაცია და მისი წარმოებული პროდუქტების ხარისხი კარგად არის ცნობილი მთელს მსოფლიოში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი მაღალი ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ჰიალურონის მჟავის გასუფთავებაში და პრეპარატების ხარისხის ზედმიწევნით დაცული უმაღლესი სტანდარტები, რასაც ადასტურებს არაერთი სერტიფიკატი. 

 

🌿ბიორევიტალიზაციის ოქროს სტანდარტი

🔸ეფექტურობა – ფიბრობლასტების პროლიფერაციის აქტივაცია, მიკროცირკულაციის გაძლიერება, ნეოანგიოგენეზი.
🔸უსაფრთხოება – ერთადერთი პრეპარატი, რომელიც აბსოლუტურად არ შეიცავს ცილას და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
🔸ურთიერთქმედება – ორივე პრეპარატის ერთ პროცედურაზე გამოყენება გვაძლევს ეფექტის საოცარ გაძლიერებას.

რატომ IAL SYSTEM?

პირველ რიგში უსაფრთხოება!
🍃 როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეპარატი პრაქტიკულად  არ შეიცავს ცილებს. ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში დეტალურადაა აღწერილი, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ ფაქტს. იხილეთ ბმული : ხარისხის პრობლემები კოსმეტოლოგიაში – ჰიალურონის მჟავა

🍃 ბიორევიტალიზაციის ბიოლოგიური მექანიზმი – ანუ, რა ცვლილებები ხდება ჩვენს კანში?
1. ფიბრობლასტების პროლიფერაცია;
2. ნეოანგიოგენეზი;
3. საკუთარი ჰიალურონის მჟავის სინთეზი;
4. კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი.

unnamed

🍃 პრეპარატი Ial-System დაფუძნებულია მაღალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავაზე, რომელიც კანში შეყვანისას არის არააქტიურ მდგომარეობაში და ფარმაკოლოგიურად წარმოადგენს პროწამალს. (პროწამალი – ეს არის ,,წამლის წინამორბედი,, ნივთიერება, რომელიც კონკრეტულ პირობებში მოხვედრის შემდგომ, მეტაბოლური პროცესების შედეგად გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტად.)
🍃 კანში შესვლის შემდგომ, ფერმენტ ჰიალურონიდაზას ზემოქმედებით, ჰიალურონის მჟავის მოლეკულა იშლება მცირემოლეკულურ ფრაგმენტებად და ოლიგოსაქარიდებად, რომლებიც წარმოადგენენ ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტებს და იწვევენ კანში ბიორევიტალიზაციის ეფექტებს.
რატომაა ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი?
აქტიური მეტაბოლიტების რაოდენობა, რომლებიც რეგენერაციაზე და ანგიოგენეზზე არიან პასუხისმგებელნი, რეგულირდება თვითონ ორგანიზმის მიერ, ანუ ჩვენი ორგანიზმი თავად არეგულირებს და ითვისებს სწორედ იმ რაოდენობის აქტიურ ნივთიერებებს, რამდენიც ესაჭიროება აღდგენისა და გაჯანსაღებისათვის, ამიტომ, ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩატარებისას არ ხდება კანის გადატვირთვა და ზედმეტი ელემენტებით გაჯერება.
🍃ინექციის შემდგომ, პრეპარატის შეყვანის ადგილას ხდება მაკროფაგებისა და ფიბრობლასტების. იწყება კანის აღდგენის, გაჯანსაღების, გაცოცხლების პროცედები. ძლიერდება და აღდგება სისხლძარღვები, ჰიალურონის მჟავა ატენიანებს და აცოცხლებს ქსოვილს, იწყება ელასტინის, კოლაგენის სინთეზი. ძლიერდება ადგილობრივი იმუნიტეტი და კანი ხდება უფრო რეზისტენტული გარემო ფაქტორების მიმართ.

 

IAL System – ის მეშვობით შესაძლებელია კანის გაახალგაზრდავება სხეულის ნებისმიერ ნაწილში, კერძოდ კი: კისერი, დეკოლტეს ზონა, ხელის მტევნის ზედაპირის ზონა.
მეთოდოლოგია მოიცავს ორსაფეხურიან პროცედურას: პირველ ეტაპზე გამოიყენება ძირითადი კურსი, კერძოდ, ბიორევიტალიზაციის IAL System გამოყენებით, რომელიც მოიცავს 1-3 მოსამზადებელ პროცედურას (3-4 კვირაში ერთხელ).
მეორე ეტაპი – ითვალისწინებს მიღებული ეფექტის მდგრადობის შენარჩუნებას.

IAL System – შემადგენლობში შედის არასტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავა დოზით 18 მგ/გ. რომელიც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, დერმის რესტრუქტურიზაციას, კანის რეგენერაციული და ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდას.

IAL System ACP – შემადგენლობში კი სტაბილური (მოდიფიცირებული) ჰიალურონის მჟავაა შემადგენლობით 20 მგ/გ , რომელიც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. მისი ამოცანაა დერმის რელიეფის გასწორება, კანის ელასტიურობა და მიღებული ეფექტის შენარჩუნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გარდა ამისა, პრეპარატი IAL System ACP , საკმაოდ წარმატებით და საოცრად დადებითი ეფექტებით გამოიყენება აკნეს მკურნალობაში!

ნინო ცხოვრებაშვილის კლინიკა Aesthetic Corner – PHITOGEN HOLDING-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ფლობს Ial – SYSTEM-ის ექსკლუზივს.

© Aesthetic Corner/ნინო ცხოვრებაშვილის ესთეტიკის კლინიკა