მეზოთერაპია

სახის პროფესიული მოვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოთხოვნადი პროცედურაა ყველა ასაკში. იგი ესაჭიროება როგორც პრობლემურ ასევე უპრობლემო კანს. სხვადასხვა შემთხვევაში ექიმი დერმატო-ესთეტოლოგი ინდივიდუალურად გირჩევთ წმენდის პროფესიულ ხაზს, აფასებს კანის მდგომარეობას, ახდენს მის დიაგნოსტიკას, და იმისდა მიხედვით თუ როგორია კანი: აკნეს ტიპის, ცხიმიანი, გამომშრალი, კომბინირებული, პიგმენტური ლაქებით, ასაკობრივად შეცვლილი თუ უბრალოდ გადაღლილი და მოშვებული, ან სრულიად ჯანმრთელი.

მეზოთერაპიის პროცედურის დროს კანში მიკროინექციების საშუალებით შეგვყავს საჭირო ნივთიერებებით მდიდარი მეზოკოქტეილი : ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, ამინომჟავები, მიკროელემენტები, ჰიალურონის მჟავა.

კანში შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. პროცედურის დასრულებისთანავე კანი ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება.

გამოიყენება და ძალიან ეფექტურია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა – აკნე, თმის ცვენა, წვრილი ნაოჭები, ცელულიტის მკურნალობა.
მეზოთერაპია კანს სძენს ჯანსაღ ელფერს, აცოცხლებს, უბრუნებს ფერს, აუმჯობესებს რეგენერაციულ ფუნქციებს.

განსაკუთრებით რეკომენდირებულია მისი ჩატარება ზამთარში, როდესაც კანი მიდრეკილია გამოშრობისკენ.