პილინგი

პილინგი ეს სიტყვა თქვენთვის უცხო არ არის, თუმცა ჩვენ შევეცდებით უფრო დეტალურად აგიხსნათ მისი მნიშვნელობა.

მარტივად რომ ვთქვათ, სახის პილინგი ესაა პროცედურა, რომელიც კანის ზედაპირს მკვდარი უჯრედებისგან, ჭუჭყისა და ცხიმისგან წმენდს.


დღევანდელი ცხოვრების პირობები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები, გარემო, სავალალო ეკოლოგია და ყველა სხვა დანარჩენი ფაქტორი, პირველ რიგში ჩვენს კანს აზიანებს. ყოველდღიური შეხება მტვერთან, ჭუჭყთან და სხვა უამრავ დამაბინძურებელ ფაქტორთან იწვევს კანის, განსაკუთრებით კი – სახის კანის სტრუქტურის სერიოზულ გაუარესებას.
ფორებში ღრმად ჩამჯდარი ცხიმი და ჭუჭყი უკარგავს მას სიჯანსაღეს, ვიზუალს და ელასტიურობას. რაც დრო გადის ეს ყველაფერი უფრო მძიმდება და შესაძლოა სერიოზულ პრობლემებამდეც მიგვიყვანოს.

სწორედ ამიტომ, გარკვეული შუალედებით აუცილებელია კანის გაწმენდა, რათა არ მისცეთ პრობლემას გაღრმავების საშუალება. თქვენ კი მუდმივად  გამოიყურებოდეთ მიმზიდველად. გქონდეთ ჯანსაღი, ჯანმრთელი და ნაზი კანი.


პილინგის შემდგომ კანში ღრმად მდებარე ჯანსაღი და ახალგაზრდა უჯრედები იწყებენ გაყოფას  და გამრავლებას, ეს კი, შესაბამისად, იწვევს  უსიცოცხლო უჯრედების მოშორებას.
ახალგაზრდა უჯრედების გამრავლება კანს მეტ სინაზეს და სირბილეს ანიჭებს.

პილინგის საშუალებით კანის რეგენერაციის უნარი უმჯობესდება, ნაკლებ შესამჩნევი ხდება ზედაპირული ნაოჭები, ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები.
ღრმა პილინგის საშუალებით ვებრძვით ფორებში ღრმად ჩამჯდარ ცხიმს და ჭუჭყს.

მამაკაცებში პილინგის საშუალებით ვებრძვით სახეზე თმის ჩაბრუნებას.

რაც შეეხება უშუალოდ პროცედურას – თავდაპირველად კანი ცხიმისგან იწმინდება, რის შემდეგაც სახეზე გარკვეული დროით იდება პილინგის აგენტი. ბოლოს ხდება მისი მოცილება და კანის დატენიანება.
პროცედურა დაახლოებით 30 წუთი გრძელდება და არ არის მტკივნეული.

პილინგი თქვენს სახის კანს არაჩვეულებრივ ვიზუალს შესძენს, გააჯანსაღებს, გაწმენდს და დაარბილებს მას.