პლაზმოთერაპია

პლაზმოლიფტინგის პროცედურა გულისხმობს თრომბოციტებით გამდიდრებული საკუთარი სისხლის პლაზმის ინექციას კანში. ზრდის ფაქტორის მსგავსი პროტეინების მოქმედების და უჯრედშიდა მეტაბოლიზმის გაძლიერების ხარჯზე ორი უნიკალური ცილის – კოლაგენის და ელასტინის – სინთეზი აქტიურდება. ეს ცილები კანს სიმტკიცეს და ელასტიურობას ანიჭებს.
რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვებს-
პლაზმოლიფტინგის საშუალებით შეგიძლიათ ებრძოლოთ აკნეს, პიგმენტაციებს, მოშვებულ და გამოფიტულ კანს, წვრილ ნაოჭებს, სხვადასხვა სახის გამონაყარს. მაღალეფექტურია თმის ცვენის დროს.
1. აკნეს მკურნალობის პრინციპი ემყარება რეგენერაციული პროცესების და ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებას, რასაც ანთებითი პროცესის სწორად წარმართვასა და ამის ხარჯზე განკურნებისკენ მივყავართ.
2. თმის ცვენის შემთხვევაში კანქვეშა ტროფიკის (კვების) გაძლიერების ხარჯზე თმის ფოლიკულის სისხლმომარაგება ძლიერდება რაც ამაგრებს მას და იცავს დაცვენისგან.
3. მეტაბოლიზმის გააქტიურების ხარჯზე ხდება წვრილი ნაოჭების მკურნალობა, გამოცოცხლება – ჯანსაღი ფრის დაბრუნება, პიგმენტაციების გაუფერულება. მოდუნებული კანი ელასტიურობას იძენს და ახალგაზრული შეხედულების ხდება. აღდგება კანის ტენიანობა და მოგვარდება ზედმეტად ცხიმიანი ან გამომშრალი კანის პრობლემა.

ორგანიზმი ყველაზე ეფექტურად საკუთარ ცილებზე რეაგირებს, ამიტომ პროცედურას არ ახასიათებს ალერგიული ან/და იმუნური რეაქციები, რადგან ორგანიზმისთვის არ ხდება უცხო ცილის მიწოდება.
პროცედურა ტარდება ატრავმული მიკროინექციებით, არ არის მტკივნეული და არ ახასიათებს გართულებები. ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს.