15 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა ესთეტიური მედიცინის ინტერნაციონალური კონგრესი. დერმატო-კოსმეტოლოგ ნინო ცხოვრებაშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე ,,თანამედროვე ლაზეროთერაპიის შესაძლებლობები დერმატოლოგიაში”.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო Lumenis-ის თანამედროვე მრავალფუნქციური აპარატი m22, განხილული იყო აპარატის შესაძლებლობები და კონკრეტული კლინიკური შემთხვევები კლინიკის გამოცდილებიდან.