კავიტაცია / რადიოსიხშირის ენერგია -RF

კავიტაცია + რადიოსიხშირის ენერგია (RF) = ცხიმთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდს!

კავიტაცია – ეს არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც ულტრაბგერითი ტალღები აღწევენ ცხიმოვან ქსოვილში, ხეთქავენ ლიპოციტებს და აქცევენ თხევად მასად, რომელიც ლიმფურ სისტემაში გადადის და გამოიყოფა ორგანიზმიდან.

რადიოსიხშირის ენერგია (RF) – პროცედურა, რომელიც არაჩვეულებრივად ჭიმავს და აცოცხლებს მოშვებულ კანს. ცხიმის დაშლის შემდეგ კანი დუნდება და ელასტიურობას კარგავს, სწორედ ამიტომაა აუცილებელი კავიტაციასთან ერთად რადიოსიხშირის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმოვანი ქსოვილისგან გათავისუფლებული კანის ელასტიურობის შენარჩუნებას და თავიდან აგარიდებთ ‘’დაკიდულ კანს’’.

აღნიშნული პროცედურების მეშვეობით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მეტაბოლიზმი, მცირდება ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა, კანი ხდება უფრო ელასტიური, მატულობს მისი ტონუსი. აქტიურდება ლიმფოდრენაჟი.
პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასამუშავებელ ზონაზე.
არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

უკუჩვენებები!

1. გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, პეისმეიკერი.
2. კანის ანთებითი დაავადებები, ასთმა, ღრმა ვენების თრომბოზი, ჩიყვი, სიმსივნე.
3. ჰემორაგიული დაავადებები, ტრავმა, სისხმლმდენი ტრავმა.
4. ორსულობა.
5. იმპლანტები.
6. დერმატიტები.