ლაზერული გაახალგაზრდავება

ოქროს სტანდარტი სახის კანის გაახალგაზრდავებისათვის!



ლაზერული გაახალგაზრდავების უნიკალური მეთოდი მხოლოდ ჩვენთან – Lumenis-ის სამეფო ლაზერ ResurFX – ით, რომელიც არაერთ ქვეყანაში დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია. ასაკთან ერთად კანის ცვლილებები, სამწუხაროდ, გარდაუვალია, ხოლო ამ ცვლილებების მკურნალობა და შედეგად ახალგაზრდული, გლუვი კანის მიღება – რეალური.


პროცედურა ატრავმულია, არ საჭიროებს ინექციებს.
კანის საერთო მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება და ეს შედეგები პროგრესულად მატულობს.
ჩამოშვებული, მოდუნებული კანი – პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს.
პიგმენტური ლაქები და ფორები უკვალოდ ქრება.


უსიცოცხლო, გამომშრალი კანი კი ხდება ელასტიური, გლუვი და ნაზი.
ლაგდება წვრილი ნაოჭები, უმჯობესდება კანის სტრუქტურა.



რაც მთავარია, ეს ყველაფერი რეალურია, რადგან ხდება კანის არა მხოლოდ ზედაპირული, არამედ ღრმა დამუშავება. კანის საერთოდ მდგომარეობის გაუმჯობესების ხარჯზე ლოკალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად მთლიანი კანი ხდება აბსოლუტურად ჯანსაღი და ჯანმრთელი.



ადგილობრივი იმუნინეტის მომატება კი ხელს უშლის სხვა პრობლემების განვითარებას, როგორიცაა , მაგალითად – აკნე და სახის
სხვა გამონაყარი.
თქვენ კი ამ ყველაფერს ამჩნევთ ძალიან მალე, სამუშაო რეჟიმის დარღვევის და გართულებების გარეშე.
შედეგი მართლაც განმაცვიფრებელია, დროის მოკლე პერიოდში ვიღებთ ახალგაზრდულ, დახვეწილი ზედაპირის მქონე, ფორების და წვრილი ნაოჭებისგან თავისუფალ კანს. მოშვებული კანი ხდება ‘’შეკრული’’, მკვრივი და ელასტიური.
პროცედურის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 40 წუთი. არის უმტკივნეულო. ლაზერით მუშავდება კანის სრული ზედაპირი, ისეთი დელიკატური ზონებიც კი, როგორიცაა სახე, თვალის ირგვლივი არე, ყელი, დეკოლტე.