მეზოთერაპია

სახის პროფესიული მოვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოთხოვნადი პროცედურაა ყველა ასაკში. იგი ესაჭიროება როგორც პრობლემურ ასევე უპრობლემო კანს. სხვადასხვა შემთხვევაში ექიმი დერმატო-ესთეტოლოგი ინდივიდუალურად გირჩევთ წმენდის პროფესიულ ხაზს, აფასებს კანის მდგომარეობას, ახდენს მის დიაგნოსტიკას, და იმისდა მიხედვით თუ როგორია კანი: აკნეს ტიპის, ცხიმიანი, გამომშრალი, კომბინირებული, პიგმენტური ლაქებით, ასაკობრივად შეცვლილი თუ უბრალოდ გადაღლილი და მოშვებული, ან სრულიად ჯანმრთელი.

მეზოთერაპიის პროცედურის დროს კანში მიკროინექციების საშუალებით შეგვყავს საჭირო ნივთიერებებით მდიდარი მეზოკოქტეილი : ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, ამინომჟავები, მიკროელემენტები, ჰიალურონის მჟავა.

კანში შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. პროცედურის დასრულებისთანავე კანი ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება.

ჩვენთან მეზოთერაპია ტარდება შვედური ბრენდის – CLINICCARE – ს უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური კოსმეტიკის პროდუქტებით

💎მეზოთერაპია – EGF TIGHT – ჰიალურონის მაღალი კონცენტრაციით.

აღადგენს, ატენიანებს, ააქტიურებს კანში მიმდინარე პროცესებს. ხელს უშლის ჰიალურონის მჟავის კარგვას, ასტიმულირებს კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნას.

🔶ჩვენება : კანის ელასტიურობის დაქვეითება, არათანაბარი შეფერილობა, არაერთგვაროვანი სტრუქტურა, ასაკობრივი ნიშნები, მოშვებული, უსიცოცხლო კანი
🔶ეფექტი : კანის ხარისხის და ელასტიურობის მკვეთრი გაუმჯობესება, დერმის და ეპიდერმისის სტიმულაცია, უჯრედების აღდგენის პროცესების აქტივაცია, კანის რესტრუქტურიზაციის პროცესების აქტივაცია.

მეზოთერაპია კანს სძენს ჯანსაღ ელფერს, აცოცხლებს, უბრუნებს ფერს, აუმჯობესებს რეგენერაციულ ფუნქციებს.