ახალგაზრდობა სისხლში გვაქვს
პლაზმოლიფტინგის პროცედურა გულისხმობს თრომბოციტებით გამდიდრებული საკუთარი სისხლის პლაზმის ინექციას კანში. როგორ მოქმედებს? რატომ პლაზმა?
სისხლის თეთრი უჯრედები ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციისა და გამოჯანმრთელების პროცესში. ისინი ასინთეზირებენ ზრდის ფაქტორებს(სპეციფიკური პროტეინები), რომლებიც ასტიმულირებენ და არეგულირებენ ქსოვილების აღდგენასა და ზრდას.
ზრდის ფაქტორები ის მთავარი მოლეკულებია, რომლებიც პასუხს აგებენ ჩვენს ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ქსოვილის და უჯრედების სიცოცხლის ციკლის სწორ მიმდინარეობაზე. არეგულირებენ სისხლძარღვების წარმოქმნას(ნეოანგიოგენეზი), დაზიანებული ქსოვილის შეხორცებას, ახალგაზრდა უჯრედების და ქსოვილების წარმოქმნას, მკვეთრად ასტიმულირებენ აღდგენა-რეგენერაციის პროცესებს.
⚕ პლაზმოლიფტინგი ესთეტიკურ მედიცინაში :
ჩვენებები:
კანის ასაკობრივი ცვლილებები (ქრონო დაბერების პროცესი);
ფოტოდაბერება (განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად ირუჯება);
ჰიპერპიგმენტაცია ;
აკნე, პოსტაკნე ნაწიბურები და პიგმენტაცია;
მგრძნობიარე კანი;
კანის სხვადასხვა დაავადებები;
ცელულიტი;
ალოპეცია, თმის ცვენა .
ძირითადად, კურსი მოიცავს 4-6 პროცედურას – 7-10 დღის ინტერვალით.
1. აკნეს მკურნალობის პრინციპი ემყარება რეგენერაციული პროცესების და ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებას, რასაც ანთებითი პროცესის სწორად წარმართვასა და ამის ხარჯზე განკურნებისკენ მივყავართ.
2. თმის ცვენის შემთხვევაში კანქვეშა ტროფიკის (კვების) გაძლიერების ხარჯზე თმის ფოლიკულის სისხლმომარაგება ძლიერდება რაც ამაგრებს მას და იცავს დაცვენისგან.
3. მეტაბოლიზმის გააქტიურების ხარჯზე ხდება წვრილი ნაოჭების მკურნალობა, გამოცოცხლება – ჯანსაღი ფრის დაბრუნება, პიგმენტაციების გაუფერულება. მოდუნებული კანი ელასტიურობას იძენს და ახალგაზრული შეხედულების ხდება. აღდგება კანის ტენიანობა და მოგვარდება ზედმეტად ცხიმიანი ან გამომშრალი კანის პრობლემა.
გაითვალისწინეთ – პლაზმოლიფტინგის პროცედურის წინა დღეს იკვებეთ მაქსიმალურად ჯანსაღად, მიიღეთ ბევრი წყალი. პროცედურამდე 2-3 საათით ადრე არ მიიღოთ საკვები.
✅ –
⛔ –
ორგანიზმი ყველაზე ეფექტურად საკუთარ ცილებზე რეაგირებს, ამიტომ პროცედურას არ ახასიათებს ალერგიული ან/და იმუნური რეაქციები, რადგან ორგანიზმისთვის არ ხდება უცხო ცილის მიწოდება.
პროცედურა ტარდება ატრავმული მიკროინექციებით, არ არის მტკივნეული და არ ახასიათებს გართულებები. ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს.