ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია კანის გაახალგაზრდავების ინექციურ მეთოდს წარმოადგენს.
ტერმინის პირდაპირი თარგმანით, ბიორევიტალიზაცია „ბუნებრივ გამოცოცხლებას“ ნიშნავს. პროცედურის დროს კანში მიკროინექციის გზით შეიყვანება ჰიალურონის მჟავა, შედეგად კანი ხდება ელასტიური, მკვრივი, სწორდება წვრილი ნაოჭები, მკვეთრად უმჯობესდება ფოტოდაბერების ნიშნები, ფერმკრთალდება პიგმენტური ლაქები.

ბიორევიტალიზაციის უდიდესი პოპულარობა მდგომარობს მასში, რომ ადამიანის ჰიალურონის მჟავას იდენტურ გელს აქვს უნარი, არა მხოლოდ შეავსოს არსებული ნაოჭები, არამედ ასტიმულიროს ფიბრობლასტები, საკუთარი კოლაგენის და ელასტიის სინთეზი, რის შედეგადაც ხდება კანის ჭეშმარიტი ბიოლოგიური გაახალგაზრდავება.

პროცედურა ტარდება კანის ნებისმიერ უბანზე, რომელიც საჭიროებს გაახალგაზრდავებას. ყველაზე ხშირად ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები.

სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭიროა მინიმუმ 3 პროცედურა 2-3 კვირიანი შუალედით.

ვენი კლინიკა გთავაზობთ ბიორევიტალიზაციას უნიკალური იტალიური პრეპარატებით.

IAL System; Ial System ACP

IAL System (იტალია) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პრეპარატს ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩასატარებლად. იგი ჰიალურონის მჟავას ფუძეზეა დამზადებული რომელიც ჩვენს ორგანიზმში არსებული მჟავის ანალოგია. მისი მწარმოებელია კომპანიაა Fidiafarmaceutical. კომპანია მსოფლიო ლიდერია ჰიალურონის მჟავის წარმოებაში რომელიც გამოიყენება მედიცინაში, კომპანიის რეპუტაცია და მისი წარმოებული პროდუქტების ხარისხი კარგად არის ცნობილი მთელს მსოფლიოში.

IAL System – ის მეშვობით შესაძლებელია კანის გაახალგაზრდავება სხეულის ნებისმიერ ნაწილში, კერძოდ კი: კისერი, დეკოლტეს ზონა, ხელის მტევნის ზედაპირის ზონა.
მეთოდოლოგია მოიცავს ორსაფეხურიან პროცედურას: პირველ ეტაპზე გამოიყენება ძირითადი კურსი, კერძოდ, ბიორევიტალიზაციის IAL System გამოყენებით, რომელიც მოიცავს 1-3 მოსამზადებელ პროცედურას, პრეპარატის შეყვანით კანის ეპიდერმისში, რომელიც უზრუნველყოფს კანის გამდიდრებას ჰიალურონის მჟავით. მეორე ეტაპი – ითვალისწინებს მიღებული ეფექტის მდგრადობის შენარჩუნებას.
IAL System – შემადგენლობში შედის არასტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავა დოზით 18 მგ/გ. რომელიც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, დერმის რესტრუქტურიზაციას, კანის რეგენერაციული და ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდას.
IAL System ACP – შემადგენლობში კი სტაბილური (მოდიფიცირებული) ჰიალურონის მჟავაა შემადგენლობით 20 მგ/გ რომელიც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. მისი ამოცანაა დერმის რელიეფის გასწორება, კანის ელასტიურობა და მიღებული ეფექტის შენარჩუნებას ხანგეზლივი დროის განმავლობაში.
პრეპარატის კანში შეყვანისას ამდიდრებს დერმას ჰიალურონის მჟავით, რის შედეგადაც კანში აკუმულირდება წყლის ახალი მოლეკულები და ასევე ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას.

შედეგები: კანზე ქრება წვრილი ნაოჭები, აუმჯობესებს ელასტიურობას და უნარჩუნებს ტონუსს, ასევე აუმჯობესებს კანის ფერს, კანის უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალებისაგან რაც დიდი ხნით აჩერებს დაბერების პროცესს.