მეზოძაფები

ასაკის მატებასთან ერთად კანის ელასტიურობა იკარგება, შესაბამისად, საკმაოდ ხშირია მისი ‘’ჩამოწელვა’’. მეზოძაფების უნიკალური ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ამ პრობლემას გამოვემშვიდობოთ.

მეზოძაფები – ესაა ბიოდეგრადირებადი (გაწოვადი) ძაფები, რომლებიც კანში შედის ინექციური მეთოდით(ჩხვლეტით). ძაფები კანთან შეთავსებადია და არ იწვევს მის გაღიზიანებას ან ალერგიულ რეაქციებს. შეყვანის შემდგომ, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ძაფი მაგრდება ქსოვილთან და მათ ირგვლივ ყალიბდება შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა. აღნიშნული კაფსულები ძაფების გაწოვის შემდგომ ქსოვილს აფიქსირებს და ბუნებრივი ლიფტინგის როლს ასრულებს.
კიდევ ერთი დადებითი თვისება მეზოძაფებისა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ვიზუალური ცვლილებისა, კანში მიმდინარეობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, ძლიერდება მიკროცირკულაცია, სისხლის მიდინება და აქტიურდება კაპილარების მუშაობა. ეს სტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, რაც კანის საკუთარი ფუნქციების აღდგენას უწყობს ხელს.

რაც შეეხება პროცედურას, იგი უმტკივნეულოა,არ იწვევს არანაირ დისკომფორტს. არ საჭიროებს რეაბილიტაციას, რადგან არის მაქსიმალურად ატრავმული. შესაძლოა გამოიწვიოს უმნიშვნელო შეშუპება ძაფის შეყვანის ადგილებში, რაც უმოკლეს დროში სრულიად გაიწოვება.
შედეგის ხანგრძლივობა 3 წლამდე.