ლაზერული კოსმეტოლოგია

სერვისების ჩამონათვალი


აკნეს შემდგომი ნაწიბურები

აკნეს შემდგომი ნაწიბურები ძალიან ხშირია პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა, ან ჰქონდათ სებორეული აკნეს რთული ფორმა.
ჩვენს კლინიკაში არსებული არაერთი სამკურნალო მეთოდი გვაძლევს საშუალებას კანს ძველებული იერი დავუბრუნოთ.

ეტაპობრივად ხდება კანის ელასტიურობის დაბრუნება, სტრუქტურის გაუმჯობესება და ვიზუალის შეცვლა.

პროცედურიდან პროცედურამდე შედეგი პროგრესულად მატულობს.
შესამჩნევ ეფექტს პირველივე პროცედურებიდან გრძნობთ.

პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია კოსმეტოლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეგირჩევთ მკურნალობის თქვენთვის საჭირო მეთოდს.